Sales & Account Manager
- მისამართი
- თბილისი, ნუცუბიძის 129ა
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ. -პარ, 10:00-19:00
- გამოცდილება
- 2–5 წელი
- ბენეფიტები
- day off, უფასო ყავა/ჩაი, დაზღვევა, ფიტნეს აბონიმენტი, კორპორატიული ღონისძიებები, ტრენინგების დაფინანსება, ფასდაკლებები, სათამაშო სივრცე
სრული აღწერა
შემოუერთდი TNET ის გუნდს Sales & Account Manager-ის პოზიციაზე!
www.tnet.ge
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა;
სამუშაო გრაფიკი: ორშ. -პარ, 10:00-19:00.
შენი როლი “თინეთში”:
- პოტენციური კლიენტების მოძიება და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა, საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
- გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა — პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
- არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება და მხარდაჭერა;
- კომერციული შეთავაზებების, ხელშეკრულებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
- გაყიდვების რეპორტინგი და შედეგების ანალიზი;
- ბაზრისა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი.
ეს ვაკანსია შენთვის საინტერესოა, თუ:
- გაქვს გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (B2B გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვა;
- შეგიძლია დამოუკიდებლად დაგეგმო და მართო გაყიდვების პროცესი;
- ხარ შედეგზე ორიენტირებული, პროაქტიული და პასუხისმგებლიანი;
- ფლობ Excel-სა და MS Office-ის პროგრამებს;
- CRM სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
თინეთში დაგხვდება:
- ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
- ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
- მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
- სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
- ჯანმთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
- კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
- მოქნილი სამუშაო გარემო.
თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge
პერსონალური მონაცემების დაცვა:
შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:
- თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
- თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
- თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge;
- რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:
შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
კატეგორია: გაყიდვები/ვაჭრობა / გაყიდვების მენეჯერი
გამოცდილება: 2–5 წელი
ენები: ქართული (მშობლიური), ინგლისური (კარგად)
განათლება: ბაკალავრი
ბენეფიტები: day off, უფასო ყავა/ჩაი, დაზღვევა, ფიტნეს აბონიმენტი, კორპორატიული ღონისძიებები, ტრენინგების დაფინანსება, ფასდაკლებები, სათამაშო სივრცე
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
