საკუთარი ავტომობილით მოსიარულე კურიერი
გამოქვეყნდა 15 სექბოლო ვადა: 15 ოქტ · იწურება
- ქალაქი
- ბათუმი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ: 10:00-19:00
- მთავარი მოთხოვნა
- გამოცდილება მომსახურების სფეროში (სასურველია კურიერად მუშაობის გამოცდილება)
სრული აღწერა
საკურიერო კომპანია "Onway Delivery" აცხადებს ვაკანსიას საკუთარი ავტომობილით მოსიარულე კურიერის პოზიციაზე ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები:
- გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად
- მსუბუქი ავტომობილით იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე გზავნილების მიწოდება.
ძირითადი მოთხოვნები:
- საკუთარი, ტევადი ავტომობილის ქონა
- B კატეგორიის მართვის მოწმობა
- რეგიონის კარგი ცოდნა
- აუცილებელია გამოცდილება მომსახურების სფეროში (სასურველია კურიერად მუშაობის გამოცდილება)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალურობა
- დისციპლინირებულობა
- ორიენტაციის უნარი
- მოტივირებულობა
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები:
- სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-19:00
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი + საწვავით უზრუნველყოფა
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდგომ ეტაპებს:
- კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე.
- გასაუბრება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@onway.delivery, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ბათუმის კურიერი"
"პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმირებული თანხმობის ფორმას გთხოვთ გაეცნოთ აქ: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
