საკრედიტო რისკების უმცროსი სპეციალისტი
- მისამართი
- თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. #68
სრული აღწერა
30-10-2026 - 30-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვაკანსიის დასახელება: საკრედიტო რისკების უმცროსი სპეციალისტი;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
სამუშაო ადგილი: ქეთევან დედოფლის გამზ. #68
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30.11.2026
სს მიკრობანკი „ემბისი“ აცხადებს ვაკანსიას თბილისში საკრედიტო რისკების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ავტოსესხებთან დაკავშირებული საკრედიტო განაცხადების განხილვა და საკრედიტო რისკების შეფასება;
- ავტომობილის ღირებულების, ტექნიკური მდგომარეობის და უზრუნველყოფის ხარისხის შეფასება;
- საკრედიტო რისკების ლიმიტების დაცვის კონტროლი და დარღვევის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
- ავტოსესხების გაცემასთან დაკავშირებული შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების დაცვის კონტროლი;
- ავტოსესხების საკრედიტო პროცესის გაუმჯობესებაში და შესაბამისი პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა;
- საკრედიტო რისკებთან დაკავშირებული მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- საფინანსო სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- საბანკო საქმიანობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- საკრედიტო მიმართულებით ზოგადი ცოდნა;
- ავტოსესხების სპეციფიკის ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
სს მიკრობანკი "ემბისი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში საკრედიტო რისკების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
სამუშაო ადგილი: ქეთევან დედოფლის გამზ. #68
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30.11.2026
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

