საკრედიტო პროდუქტების გაყიდვების ოფიცერი
- ქალაქი
- ქუთაისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათი პარასკევი- 10:00-18:00 (1 საათი შესვენება/მოქნილი გრაფიკი)
- გამოცდილება
- გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ბენეფიტები
- ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
სრული აღწერა
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სტანდარტ ფინანსი“ არის სწრაფად განვითარებადი ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსურ მხარდაჭერაზე. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მოქნილ საკრედიტო პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით.
ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან შედეგებზე, განვითარებაზე და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შექმნაზე.
მიმდინარედ, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სტანდარტ ფინანსი“ აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო პროდუქტის გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე.
პოზიციის შესახებ
ეს პოზიცია არის საკრედიტო პროდუქტების გაყიდვების ოფიცერი, რაც ნიშნავს, რომ სამუშაოს ძირითადი ნაწილი მიმდინარეობს ოფისის გარეთ — კლიენტებთან ურთიერთობაში.
თუ ხარ აქტიური, კომუნიკაბელური და გიყვარს ადამიანებთან მუშაობა — ეს პოზიცია შენთვისაა.
სამუშაო ფორმატი: სრული
ლოკაცია: ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი პარასკევი- 10:00-18:00 (1 საათი შესვენება/მოქნილი გრაფიკი)
შაბათი - 10:00- 15:00
ანაზღაურება
- საწყისი ეტაპი: ფიქსირებული ხელფასი: 1250 ლარი ფიქსირებული + 300 ლარი გამომუშავებადი ბონუსი
- 6 თვის შემდგომ: საბონუსე სისტემა, რომელიც დამოკიდებულია შედეგებზე (გაყიდვები + პორტფელის ხარისხი. ბონუსის საშუალო რეინჯი 1,550 -3,000)
სწავლება და სტაჟირება
- 1 კვირიანი ინტენსიური ტრენინგი – სრულ კურსს მოიცავს საფინანსო/საკრედიტო სპეციფიკის შესწავლით
- 2 კვირიანი ანაზღაურებადი სტაჟირება – პრაქტიკული მუშაობა რეალურ გარემოში, მენტორის მხარდაჭერით
- გამოცდილება არ არის საჭირო — ჩვენ გასწავლით ყველაფერს ნულიდან
ძირითადი მოვალეობები
- ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა
- კლიენტებთან ადგილზე შეხვედრები და ბიზნესის შეფასება
- საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება და კონსულტირება
- საკრედიტო განაცხადების მიღება და დამუშავება
- სესხების გაცემის პროცესის მართვა
- ქოლექშენი/ შეგროვება
- გაცემული სესხების გადახდის გრაფიკების მიხედვით კლიენტებისაგან თანხების აკრეფა
- კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და პორტფელის კონტროლი
- ვადაგადაცილებების მართვა
მოთხოვნები და უნარები
- გამოცდილება სავალდებულო არ არის
- კარგი კომუნიკაციის უნარი
- გაყიდვებზე ორიენტირებული აზროვნება
- მზადყოფნა აქტიური მუშაობისთვის ოფისის გარეთ
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე
რას მიიღებთ ჩვენთან
- კარიერის დაწყების შესაძლებლობა ფინანსურ სექტორში
- კონკურენტული ანაზღაურება
- შემოსავლის ზრდის შესაძლებლობა ბონუსების მეშვეობით
- პრაქტიკული გამოცდილება რეალურ კლიენტებთან მუშაობაში
- განვითარების და დაწინაურების შესაძლებლობა
მნიშვნელოვანია იცოდეთ
ეს პოზიცია მოითხოვს აქტიურ გადაადგილებას, კლიენტებთან შეხვედრებს და ყოველდღიურ კომუნიკაციას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

