საკრედიტო ანალიტიკოსი
- მისამართი
- ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. 42
სრული აღწერა
"ტერა ლიზინგში" ვეძებთ საკრედიტო ანალიტიკოსს
ვენ შესახებ
"ტერა ლიზინგი" ბაზარზე გამოჩნდა 2023 წელს და ამ დროისათვის უკვე მე-2 ადგილს იკავებს სალიზინგო ბაზარზე და 50 მლნ. ლარზე მეტი ოდენობის პორტფელს ფლობს. კომპანიას უძღვებიან ლიზინგის სფეროში გამოცდილი ლიდერები, რომლებმაც ტერაბანკთან პარტნიორობით დააფუძნეს ბანკის შვილობილი კომპანია - სს "ტერა ლიზინგი". კომპანია ფინანსურ და საოპერაციო ლიზინგს სთავაზობს მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიებს ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა მშენებლობა, მედიცინა, წარმოება, სოფლის მეურნეობა, პრინტინგი და ასევე აქვს ავტო ლიზინგის პროდუქტი ფიზიკური პირებისთვის. ტექნიკისა და მანქანა-დანადგარების დაფინანსების და მუდმივი მხარდაჭერის გზით ჩვენ ხელს ვუწყობთ ჩვენი მომხმარებლების მუდმივ განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას.
პოზიციის მოვალეობა იქნება:
- კლიენტის ბიზნესის ანალიზი და პროექტის დამუშავება
- კლიენტის ფინანსური მონაცემების დამუშავება და ანალიზი
- პროექტის წარდგენა კომიტეტზე
- კლიენტების პორტფელის მართვა
- რეპორტინგი
- პროდუქტების/ბიზნესის განვითარებაში ჩართულობა
- კლიენტთან/პროექტთან დაკავშირებული სხვა საკითხები
საჭირო უნარები და კომპეტენციები:
- ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი
- 2 წლამდე მუშაობის გამოცდილება ფინანსურ სფეროში, ექსპერტის, ანალიტიკოსის ან მსგავს პოზიციებზე
- Microsoft Office კარგი ცოდნა
- ქართულ ენაზე გამართულად წერის და მეტყველების უნარი
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- ძლიერი ანალიტიკური, ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები
- Multitasking-ის და ამოცანების პრიორიტეტულობის განსაზღვრის უნარი
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. 42
- სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი
- სამუშაო სტილი: ჰიბრიდული, კვირაში 1 დღე - დისტანციურად
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მისამართზე: info@teraleasing.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება: "საკრედიტო ანალიტიკოსი/კლიენტთა მომსახურების მენეჯერი"
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 13 ნოემბერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ტერა ლიზინგი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერა ლიზინგში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"ტერა ლიზინგი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
