საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის საორგანიზაციო და იურიდიულ საკითხთა განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 400 ₾
- ქალაქი
- ჩხოროწყუ
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის საორგანიზაციო და იურიდიულ საკითხთა განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო
კატეგორია:
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა:
24.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2400 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ჩხოროწყუ
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
1.მონაწილეობას იღებს შესაბამის კომისიებთან ერთად საკრებულოს მიერ მისაღები სამართლებრივი აქტების მომზადებაში;
2.ორგანიზაციულ და მეთოდურ დახმარებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებს, საკრებულოს ფრაქციებს, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებს და საკრებულოს წევრებს სამართლებრივი აქტებისა და სოციალურ-ეკონომიკური შინაარსის პროექტების შემუშავებაში;
3.წარმოადგენს და იცავს საკრებულოს ინტერესებს სასამართლოში;
4.უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისაღები სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
5.მონაწილეობას ღებულობს სამართლებრივი აქტების რედაქტირებაში.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
იურიდიული
საკონკურსო თემატიკა:
1.საქართველოს კონსტიტუცია;
2.საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
3.„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია;
4.საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
5.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
6.საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ,“
7.„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის #204 დადგენილება;
8.,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულს დებულება (რეგლამენტი)“;
9.,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება“;.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. ჩხოროწყუ, დ. აღმაშენებლის ქ. 1
საკონტაქტო ტელეფონები:
599856557
საკონტაქტო პირი:
მიხეილ ცქვიტაია
დამატებითი მოთხოვნები:
- იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) ცოდნა.
უნარ- ჩვევები:
ა) ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
ბ) საჯარო დაწესებულების წარმომადგენლობის უნარი;
გ) სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
დ) სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
ე) ცვლილებების/ სიახლეების ინიციირებისა და მართვის უნარი;
ვ) პროექტების მართვის უნარი;
ზ) თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
თ) მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
ი) გუნდის განვითარების უნარი;
კ) პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი (აპლიკაცია) უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით.
- მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.vacancy.hr.gov.ge) კანდიდატმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი - შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სათანადო ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყებისა და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა.
- კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
- საბუთები წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხო ენაზე გაცემული დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
5.კანდიდატი უფლებამოსილია, განაცხადში შეიტანოს ცვლილება განაცხადის წარდგენისთვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.
6.კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
ა) პირველი ეტაპი-განაცხადების (აპლიკაციების) გადარჩევა, რაც გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას;
ბ) მე-2 ეტაპი-გასაუბრება, რაც გულისხმობს სამართლებრივი აქტების ცოდნისა და კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის და პიროვნული თვისებების
ვაკანტური თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას.
7.კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მე-2 ეტაპზე-გასაუბრებაზე, თუ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
8.კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.
9.კონკურსის ყოველი ეტაპის შედეგები და გასაუბრების ჩატარების თარიღი და ადგილი კანდიდატს ეცნობება მის მიერ განაცხადში (აპლიკაციაში) მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კომისიის მიერ ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
