საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის საორგანიზაციო და იურიდიულ საკითხთა განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 080 ₾
- ქალაქი
- ჩხოროწყუ
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის საორგანიზაციო და იურიდიულ საკითხთა განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო
კატეგორია:
ადმინისტრაცია
განცხადების ბოლო ვადა:
24.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2080 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ჩხოროწყუ
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
1.ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიების და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების და სხვა ღონისძიებების ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას და სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას;
2.ორგანიზებას უწევს სხდომებზე პირთა მოწვევას და გაფრთხილებას, ახდენს მათ რეგისტრაციას;
3.უზრუნველყოფს სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;
4.ახორციელებს საკრებულოს თანამდებობის პირებისა და აპარატის მოსამსახურეების მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურებით უზრუნველყოფას;
5.უზრუნველყოფს საკრებულოს ინვენტარისა და მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვას, მოვლა-შენახვას, რაციონალურ გამოყენებას და დაცვას. ადმინისტრაციული შენობის მოვლა-პატრონობასა და სანიტარული ნორმების დაცვას;
8.ახორციელებს საკრებულოს და საკრებულოს აპარატის უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო მომსახურების, საქონლისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგმვას და აღნიშნულთან დაკავშირებით წარუდგენს წინადადებებს აღმასრულებელ ორგანოს.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
1.საქართველოს კონსტიტუცია;
2.საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
3.„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია;
4.საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
5.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
6.საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი (I-X თავი)
7.,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულს დებულება (რეგლამენტი)“;
8.,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება“;.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. ჩხოროწყუ, დ. აღმაშენებლის ქ. 1
საკონტაქტო ტელეფონები:
599856557
საკონტაქტო პირი:
მიხეილ ცქვიტაია
დამატებითი მოთხოვნები:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) ცოდნა.
უნარ- ჩვევები:
ა) ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
ბ) საჯარო დაწესებულების წარმომადგენლობის უნარი;
გ) სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
დ) სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
ე) ცვლილებების/ სიახლეების ინიციირებისა და მართვის უნარი;
ვ) პროექტების მართვის უნარი;
ზ) თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
თ) მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
ი) გუნდის განვითარების უნარი;
კ) პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი (აპლიკაცია) უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით.
- მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.vacancy.hr.gov.ge) კანდიდატმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი - შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სათანადო ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყებისა და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა.
- კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
- საბუთები წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხო ენაზე გაცემული დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
5.კანდიდატი უფლებამოსილია, განაცხადში შეიტანოს ცვლილება განაცხადის წარდგენისთვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.
6.კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
ა) პირველი ეტაპი-განაცხადების (აპლიკაციების) გადარჩევა, რაც გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას;
ბ) მე-2 ეტაპი-გასაუბრება, რაც გულისხმობს სამართლებრივი აქტების ცოდნისა და კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის და პიროვნული თვისებების
ვაკანტური თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას.
7.კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მე-2 ეტაპზე-გასაუბრებაზე, თუ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
8.კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.
9.კონკურსის ყოველი ეტაპის შედეგები და გასაუბრების ჩატარების თარიღი და ადგილი კანდიდატს ეცნობება მის მიერ განაცხადში (აპლიკაციაში) მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კომისიის მიერ ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
