საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ადამიანური რესურსების მართვისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 240 ₾
- ქალაქი
- ჩხოროწყუ
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
საკრებულოს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ადამიანური რესურსების მართვისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო
კატეგორია:
ადამიანური რესურსების მართვა
განცხადების ბოლო ვადა:
24.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2240 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ჩხოროწყუ
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
1.აფორმებს აპარატის მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან განთავისუფლების, შვებულებაზე გასვლის, სამივლინებო, საპენსიო და სხვა დოკუმენტებს;
2.უზრუნველყოფს ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზებას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
3.ახდენს საკრებულოს აპარატის თანამშრომლების სამუშაო აღწერილობების შემუშავებას;
4.ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულებას.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
1.საქართველოს კონსტიტუცია;
2.საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
3.„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია;
4.საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
5.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
6.,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულს დებულება (რეგლამენტი)“;
7.,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება“;
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. ჩხოროწყუ, დ. აღმაშენებლის ქ. 1
საკონტაქტო ტელეფონები:
599856557
საკონტაქტო პირი:
მიხეილ ცქვიტაია
დამატებითი მოთხოვნები:
- ადამიანური რესურსების მართვის ან/და მოქალაქეებთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) ცოდნა.
უნარ - ჩვევები:
ა) ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
ბ) საჯარო დაწესებულების წარმომადგენლობის უნარი;
გ) სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
დ) სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
ე) ცვლილებების/ სიახლეების ინიციირებისა და მართვის უნარი;
ვ) პროექტების მართვის უნარი;
ზ) თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
თ) მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
ი) გუნდის განვითარების უნარი;
კ) პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი (აპლიკაცია) უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით.
- მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.vacancy.hr.gov.ge) კანდიდატმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი - შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სათანადო ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყებისა და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა.
- კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
- საბუთები წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხო ენაზე გაცემული დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
5.კანდიდატი უფლებამოსილია, განაცხადში შეიტანოს ცვლილება განაცხადის წარდგენისთვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.
6.კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
ა) პირველი ეტაპი-განაცხადების (აპლიკაციების) გადარჩევა, რაც გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას;
ბ) მე-2 ეტაპი-გასაუბრება, რაც გულისხმობს სამართლებრივი აქტების ცოდნისა და კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის და პიროვნული თვისებების
ვაკანტური თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას.
7.კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მე-2 ეტაპზე-გასაუბრებაზე, თუ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
8.კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.
9.კონკურსის ყოველი ეტაპის შედეგები და გასაუბრების ჩატარების თარიღი და ადგილი კანდიდატს ეცნობება მის მიერ განაცხადში (აპლიკაციაში) მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კომისიის მიერ ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
