საკორესპონდენტო ურთიერთობ. და ანგარიშსწორების ჯგუფის უფროსი
- ბენეფიტები
- · ჯანმრთელობის დაზღვევას · · ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე · · გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები
სრული აღწერა
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ გაქვს:
· უმაღლესი განათლება ფინანსების, საბანკო საქმის ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
· საბანკო სექტორში მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება ანგარიშსწორების მიმართულებით;
· ანგარიშსწორების პროცესების ორგანიზებისა და კონტროლის გამოცდილება;
· SWIFT -ის საერთაშორისო საგადახდო სისტემისა და საბანკო ანგარიშსწორებების ცოდნა;
· საკორესპონდენტო ანგარიშების (NOSTRO/LORO) მუშაობის პრინციპების ცოდნა;
· ადგილობრივი და საერთოშორისო გადარიცხვედის დამუშავების პროცესების ცოდნა;
· RTGS სისტემის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
· საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებული მარეგულირებელი მოთხოვნების ცოდნა;
· ინგლისური ენის ცოდნა;
· გუნდის მართვის ან სამუშაო პროცესების კოორდინაციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
შენი მოვალეობა იქნება:
· საკორესპონდენტო ურთიერთობებთან დაკავშირებული პროცესების მართვა, მათ შორის ახალი საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნის/ცვლილების/დახურვის პროცესის კოორდინაცია და ბანკ-კორესპონდენტებთან საქმიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
· საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთების, მოძრაობების, საკომისიოებისა და პროცენტების კონტროლის, ასევე ანგარიშების რეკონსილაციის პროცესის ორგანიზება და ზედამხედველობა;
· ადგილობრივი და საერთაშორისო ანგარიშსწორების ოპერაციების დროულობისა და სისწორის კონტროლი, მათ შორის SWIFT, B2B და RTGS არხებით განხორციელებული ოპერაციების ფარგლებში;
· ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული SWIFT/ISO 20022 შეტყობინებებისა და სხვა შესაბამისი ტრანზაქციების ავტორიზაცია მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
· ხაზინის მიერ განხორციელებული გარიგებების (მათ შორის FX, Money Market, ფასიანი ქაღალდები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები) ანგარიშსწორების, შესაბამისი ბუღალტრული ასახვისა და შეტყობინებების კონტროლი/ავტორიზაცია კომპეტენციის ფარგლებში;
· ბანკის კლიენტების სასარგებლოდ მიღებული ჩარიცხვების, გაურკვეველი თანხებისა და ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებული სატრანზიტო ანგარიშების დროული დამუშავებისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა;
· RTGS სისტემაში და სხვა ანგარიშსწორების ინფრასტრუქტურებში განხორციელებული ოპერაციების მონიტორინგი, შეუსაბამობებისა და შეფერხებების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირების ორგანიზება;
· ჯგუფის მიერ შესრულებულ ოპერაციებზე ყოველდღიური/პერიოდული კონტროლის განხორციელება, საკონტროლო მექანიზმების ეფექტიანობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კონტროლების ინიცირება;
· ოპერაციული ინციდენტების, შეცდომებისა და შეუსაბამობების მართვა: მიზეზების იდენტიფიცირება, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება, გამოსასწორებელი ღონისძიებების კოორდინაცია და განმეორების პრევენცია;
· ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რეპორტინგის მომზადებისა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან/მენეჯმენტთან დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
· ახალი პროდუქტების, სისტემების, მოდულებისა და მარეგულირებელი ცვლილებების დანერგვის პროცესებში მონაწილეობა; ჯგუფის კომპეტენციის ფარგლებში მოთხოვნების განსაზღვრა, ტესტირების ორგანიზება და შედეგების შეფასება;
· ანგარიშსწორების პროცესების ოპტიმიზაციისა და ავტომატიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა, შესაბამისი ინიციატივების მომზადება და დანერგვის კოორდინაცია;
ჩვენ გთავაზობთ:
· ჯანმრთელობის დაზღვევას
· ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
· გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები
სამუშაო პირობები:
· სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე (3 დღე ოფისში, 2 დღე დისტანციურად)
· ფიქსირებული ხელფასი + წლიური ბონუსი
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ტერაბანკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საკორესპონდენტო ურთიერთობების და ანგარიშსწორების ჯგუფის უფროსი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

