საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
წარმოებასაქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახურის სპეციალისტი
გამოქვეყნდა 14 ოქტბოლო ვადა: 20 ოქტ
- მისამართი
- ქ. თბილისი, წინანდლის ქ. No9
სრული აღწერა
"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ" აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9;
განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- დოკუმენტაციის მიღება, რეგისტრირება და დანიშნულებისამებრ გადამისამართება;
- შემოსული დოკუმენტების ადრესატისათვის გადაცემა, ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების გაფორმება, დროული განხილვა და ხელმძღვანელისათვის წარდგენა;
- გასული დოკუმენტების სათანადო წესით დამუშავება, გაგზავნა;
- შემოსული და გასული კორესპონდენციის, შიდა დოკუმენტაციის, აკადემიური საბჭოების ოქმების, მემორანდუმებისა და რექტორის ბრძანებების აღრიცხვა;
- დოკუმენტების ასლების დაინტერესებულ პირებზე დადგენილი წესით გაცემა;
- საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრებში უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა შესახებ კანონმდებლობით მოთხოვნილი ინფორმაციის სრული და სწორი ასახვა;
- უნივერსიტეტის სტუდენტთა რეესტრში არსებული ინფორმაციის მონიტორინგი და სისწორის უზრუნველყოფა (სტუდენტის სტატუსი, საგანმანათლებლო პროგრამა, პირადი მონაცემები);
- კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მომზადება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდების მიზნით;
- არქივისთვის ჩასაბარებელი საქმეების ფორმირება და გაფორმება;
- დოკუმენტაციის დაარქივებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
- ინგლისური ენა (მინიმუმ B1).
კომპეტენცია და უნარები:
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ქართულ და ინგლისურ ენაზე დახვეწილი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@seu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
