საქმისწარმოების და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი
- ანაზღაურება
- 2 880 ₾
- ქალაქი
- შუახევი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა წარმოადგინოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში, ან რეზერვში ჩარიცხული პირი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება:
საქმისწარმოების და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი
კონკურსის ტიპი:
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია:
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ორგანიზაციის შესახებ:
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო არის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას, იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითად მიმართულებებს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.
კატეგორია:
საქმისწარმოება
განცხადების ბოლო ვადა:
10.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2880 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
შუახევი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- ახდენს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ამოცანების დასახვას, საქმიანობის ორგანიზებასა და მართვას, ამოცანების შესრულების ზედამხედველობას, პრიორიტეტებისა და ვადების კონტროლს;
- სტრუქტურული ერთეულის ფუნქციებიდან, კომპეტენციებიდან გამომდინარე, პასუხისმგებელია დასკვნების, სხვადასხვა რეკომენდაციების მომზადებაზე და/ან მომზადების კოორდინაციაზე;
- ითანხმებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ პროექტებზე, შედეგებზე, პროცედურებზე, ანგარიშებზე, დასკვნებზე, სხვადასხვა სახის აქტებზე და წარმოების მასალებზე;
- ქმნის და ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფებს;
- ამზადებს და წარადგენს ინიციატივებს;
- კომუნიკაცია გარე ორგანიზაციებთან ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებით;
- პასუხისმგებელია მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების შეფასებაზე, წახალისებაზე, განვითარებაზე, მოტივაციაზე, დისციპლინური ღონისძიებების ინიცირებაზე.
- უზრუნველყოფს საკრებულოში ერთიან ელექტრონულ საქმისწაროებას.
- უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომის ოქმების, დადგენილებებისა და განკარგულებების პროექტების მომზადების კონტროლს და მათი სამართლებრივი და ტექსტობრივი გამართულობის გადამოწმებას.
- საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს და აქვეყნებს საკრებულოს ინდივიდულაურ და ნორმატიულ სამართლებრივ აქტებს, საკრებულოსა და ბიუროს ოქმებს და სხვა დოკუმენტაციას.
- უზრუნველყოფს საკრებულოს თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღების ორგა¬ნიზებას, აანალიზებს მოქალაქეთა მიღების დროს დასმულ საკით¬ხებს;
- ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, საკრებულოს და საკრებულოს კომისიათა საკონსულტაციო ორგანოების სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.
- ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
- პასუხს აგებს სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებულ ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.
- ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას.
- უქმნის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
- ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ - საქართველოს კანონი.
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III თავები);
- ,,ელექტრონული დოკუმენტებისა და სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- ,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- ,,დაწესებულების არქივის მუშაობის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის № 174 ბრძანება.
- ,,პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 თებერვლის N5 დადგენილებით დამტკიცებული შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი .
- შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის N9 დადგენილებით დამტკიცებული შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
შუახევი, თამარ მეფის №30
საკონტაქტო ტელეფონები:
577 40 49 69
საკონტაქტო პირი:
ნატო დარჩიძე
დამატებითი მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება - საქმისწარმოების სფეროში ანდა საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 2 წელი.
ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
კომპლექსური აზროვნების უნარი;
სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
ცვლილებების ინიცირებისა და მართვის უნარი;
თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
გუნდის განვითარების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მაშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან, ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1(ერთი) წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში;
- პირი, რომელიც შრომით ხელშეკრულებით იყო დასაქმებული, ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.
- აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში, ან რეზერვში ჩარიცხული პირი.
აუცილებელია კანდიდატმა შესაბამის გრაფაში ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი.
- კანდიდატი ვერ გადავა გასაუბრების ეტაპზე, თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია არასრულყოფილია ან/და არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. დოკუმენტაცია ატვირთულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთების შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
- კონკურსის მომდევნო ეტაპის ჩატარების ზუსტი ადგილის, დროსა და თარიღის, ასევე კონკურსის შედეგების თაობაზე კანდიდატებს ეცნობებათ ელექტრონულად.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
- საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კომისიის მიერ ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
