ტრასტ პოინტ კონსტრაქშენი
წარმოებასაქმეთა მწარმოებელი
გამოქვეყნდა 26 ოქტბოლო ვადა: 26 ნოე
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- ქალაქი
- თბილისი
სრული აღწერა
სამშენებლო კომპანია შპს "Trust Point Construction"-ი აცხადებს ვაკანსიას საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე.
შპს "ტრასტ პოინტ კონსტრაქშენი" (www.tpc.com.ge www.tpc.com.ge) — ბმულის გახსნა აქტიურად მოღვაწეობს სამშენებლო ბაზარზე ინდუსტრიული მშენებლობის მიმართულებით. კომპანია ეძებს გუნდის ახალ წევრს, რომელსაც აქვს საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე პრაქტიკული გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი;
- ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და შესრულებული სამუშაოების შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო სამუშაოების სრული ორგანიზება და მართვა ობიექტზე;
- სამუშაოების შესრულების კონტროლი საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად;
- სამუშაოების ხარისხის, ვადებისა და ტექნოლოგიური პროცესების კონტროლი;
- უსაფრთხოების გეგმის შესრულება და უსაფრთხოების სპეციალისტის მითითებების დაცვა;
- მუშების, ხელოსნებისა და ქვეკონტრაქტორების სამუშაოს ორგანიზება და კონტროლი;
- სამუშაოების ყოველდღიური დაგეგმვა და დავალებების განაწილება;
- სამშენებლო მასალებისა და საჭირო რესურსების დროული მოთხოვნა;
- შესრულებული სამუშაოების მოცულობების აღრიცხვა და კონტროლი;
- დამკვეთთან, ინჟინრებთან, არქიტექტორებთან და ქვეკონტრაქტორებთან კოორდინაცია;
- სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა;
- ობიექტზე გამოვლენილი პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტა;
- საოპერაციო დირექტორთან შესრულებული სამუშაოების შესახებ ყოველდღიური ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება მშენებლობის ან სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით;
- საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
- სამშენებლო პროცესების სრულად და პრაქტიკულად ცოდნა;
- სამუშაო ნახაზებისა და საპროექტო დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი;
- არქიტექტურული, კონსტრუქციული და ინჟინრული ნახაზების კითხვა;
- სამუშაოთა მოცულობების კალკულაცია და აზომვა.
- კანდიდატები შეირჩევიან სატელეფონო და ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ განაცხადი ელექტრონულ მისამართზე: george.mshvildadze@tpc.com.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
- განაცხადს თან უნდა ერთოდეს თქვენი რეზიუმე (CV) და რეალიზებული ობიექტების ჩამონათვალი (ობიექტი, ფართობი, სამუშაოთა სახეობა, კანდიდატის როლი);
- დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
