საქმეთა მწარმოებელი
სრული აღწერა
კომპანიის შესახებ:
"დეკოლაინი" დლ ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც 2016 წლიდან ახორციელებს კომერციული დანიშნულების ობიექტების მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და სარემონტო სამუშაოებს.
კომპანიის საქმიანობა ეფუძნება ერთიან საოპერაციო მოდელს: დამტკიცებულ ბიზნეს-პროცესებს, დოკუმენტბრუნვის სტანდარტს, უფლებამოსილებათა ლიმიტებსა და გაზომვად შედეგებს.
პოზიციის დანიშნულება:
სამუშაო საქმეთა მწარმოებელი პასუხისმგებელია ობიექტზე სამუშაოების ორგანიზებასა და მართვაზე მობილიზაციიდან ჩაბარებამდე, დამტკიცებული საბაზისო გეგმის, ბიუჯეტის, საპროექტო დოკუმენტაციის, სამშენებლო ნორმებისა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად.
კომპანიის ძირითადი წესი: ეტაპი დასრულებულად ითვლება მხოლოდ მაშინ, როცა მისი დოკუმენტი შექმნილია და სისტემაშია რეგისტრირებული. ზეპირი შეთანხმება ვალდებულებად არ ითვლება.
ფუნქციები და მოვალეობები:
ობიექტის მომზადება და მობილიზაცია:
- კალენდარული გრაფიკის შედგენა და საბაზისო გეგმის დამტკიცებაში მონაწილეობა
- ობიექტის საწყისი მდგომარეობის აქტისა და რისკების სიის მომზადება
- მობილიზაციის ორგანიზება: შემოღობვა, დროებითი ელექტრო- და წყალმომარაგება, ობიექტის საწყობი
- გეოდეზიური აღნიშვნის ორგანიზება და საბაზისო ნიშნულების დაფიქსირება
- სამუშაო ფრონტის მიღება დამკვეთისგან მიღება-გადაცემის აქტით
ქვეკონტრაქტორების მართვა:
- ბრიგადებისა და ქვეკონტრაქტორების შერჩევა და მართვა
- ფრონტისა და მასალის გადაცემა ოქმით
- შესრულებული სამუშაოს აზომვა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება
- ქვეკონტრაქტორის ანაზღაურების საფუძვლის მომზადება მხოლოდ გაფორმებული აქტით
ობიექტის ოპერაციული მართვა:
- სამუშაოების ყოველდღიური ორგანიზება და სამუშაო ძალის განაწილება
- ობიექტის დღიური ჟურნალის წარმოება და პროგრესის ფოტოფიქსაცია
- კვირეული ანგარიშის წარდგენა კომპანიის დირექტორისთვის
- მომიჯნავე მხარეებთან კოორდინაცია და ობიექტის ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა
მატერიალური რესურსი:
- მასალის მოთხოვნის წარდგენა არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე
- მასალის მიღება ზედნადებით და მიღების ოქმის რეგისტრაცია 48 საათის განმავლობაში
- მასალის შენახვის, შიდა გადაადგილებისა და ჩამოწერის აღრიცხვა
- მასალის სერტიფიკატების რეესტრის წარმოება
ცვლილებების მართვა:
- ცვლილებებისა და დამატებითი სამუშაოების დაფიქსირება ცვლილების მოთხოვნის ფორმით
- ცვლილების შესრულება მხოლოდ დამკვეთის წერილობითი თანხმობის შემდეგ
- ობიექტის ცვლილებების რეესტრის წარმოება
ხარისხის კონტროლი:
- ფარული სამუშაოების მიღება დაფარვამდე, აქტითა და ფოტოფიქსაციით
- ლაბორატორიული ტესტირებისა და ინჟინრული სისტემების გამოცდის ორგანიზება
- შეუსაბამობის აქტებით (NCR) დაფიქსირებული ხარვეზების აღმოფხვრა
- ავტორისა და დამკვეთის ზედამხედველობასთან თანამშრომლობა
შრომის უსაფრთხოება:
- ობიექტზე დაშვება მხოლოდ ინსტრუქტაჟის გავლის შემდეგ
- უსაფრთხოების გეგმის შესრულება და უსაფრთხოების სპეციალისტის მითითებების დაცვა
ჩაბარება, დემობილიზაცია და დახურვა:
- აზომვითი უწყისის მომზადება, როგორც ფორმა No2-ის საფუძვლისა
- შიდა ხარისხის აუდიტსა და დამკვეთთან ჩაბარებაში მონაწილეობა
- ხარვეზების ოქმით დაფიქსირებული შენიშვნების აღმოფხვრა
- დემობილიზაციის ორგანიზება და ობიექტის არქივის (მათ შორის As-Built მასალის) გადაცემა
- ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და ობიექტის ფაქტიური მონაცემების სისრულის დადასტურება
- საგარანტიო პერიოდში მიმართვებზე რეაგირების ორგანიზება
ფუნქციების გამიჯვნა:
კომპანიაში კონტროლის ფუნქციები გამიჯნულია: ერთი პირი პროცესს თავიდან ბოლომდე არ აკონტროლებს. აქედან გამომდინარე, სამუშაო საქმეთა მწარმოებელი:
- შესყიდვა: მასალასა და ტექნიკას ითხოვს, თუმცა შესყიდვას არ ახორციელებს. შესყიდვას ახორციელებს შესყიდვების სამსახური.
- ფინანსები: გადახდას პირადად არ ახორციელებს და არ ინიცირებს. გადახდა ხორციელდება მხოლოდ დამტკიცებული შეკვეთისა და გაფორმებული აქტის საფუძველზე.
- ფორმა No2: ადგენს აზომვით უწყისს. ფორმა No2-ს ავსებს ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი.
- ცვლილებები: ფასისა და ვადის ცვლილებაზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ იღებს. ცვლილება მტკიცდება დადგენილი ლიმიტებით.
- უსაფრთხოება: უსაფრთხოების სპეციალისტის ვიზის გარეშე მობილიზაცია დასრულებულად არ ითვლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
გამოცდილება:
- სამუშაოთა მწარმოებლად ან ობიექტის ხელმძღვანელად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 5 წელი;
- სასურველია 10 წელი და მეტი
- კომერციული დანიშნულების ობიექტებზე (საოფისე, სავაჭრო, საცალო) მუშაობის გამოცდილება
- ახალ მშენებლობაზე, რეკონსტრუქციასა და შიდა სარემონტო სამუშაოებზე მუშაობის გამოცდილება
- რამდენიმე ქვეკონტრაქტორის ერთდროული მართვის გამოცდილება
განათლება:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება მშენებლობის ან სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით
პროფესიული ცოდნა:
- არქიტექტურული, კონსტრუქციული და ინჟინრული ნახაზების კითხვა
- სამუშაოთა მოცულობების დათვლა და აზომვა
- სამშენებლო ნორმებისა და წესების, სამუშაოთა ტექნოლოგიისა და თანმიმდევრობის ცოდნა
- საშემსრულებლო დოკუმენტაციის (აქტები, ოქმები, აზომვითი უწყისი) წარმოება
- შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ცოდნა
კომპიუტერული პროგრამები
- MS Word და MS Excel — თავისუფლად
ენები:
- ქართული — სრულყოფილად
- ინგლისური ან რუსული — სასურველია (ტექნიკური დოკუმენტაციისა და სპეციფიკაციების გასაცნობად)
კომპეტენციები — კომპანიის ხუთი ღირებულება:
- პროფესიონალიზმი: სამუშაოს ასრულებს ნორმისა და სტანდარტის შესაბამისად და შედეგს ადასტურებს აქტით, ოქმით ან ფოტოთი.
- პასუხისმგებლობა: შედეგზე პასუხს აგებს ბოლომდე. პრობლემას თავად აფიქსირებს და ვადის დარღვევის რისკზე წინასწარ, წერილობით აფრთხილებს.
- კეთილსინდისიერება: კომპანიის ფულს, მასალასა და დროს უფრთხილდება და მომწოდებლისგან პირად სარგებელს არ იღებს.
- ერთგულება: ფიქრობს ობიექტის მთლიან შედეგზე და არა მხოლოდ საკუთარ მონაკვეთზე.
- წინდახედულობა: რესურსს დროულად ითხოვს, რისკს ადრეულ ეტაპზე ავლენს და უსაფრთხოების წესს არ უგულებელყოფს.
უპირატესობა:
- ინჟინრული სისტემების (ელექტრომომარაგება, წყალმომარაგება და კანალიზაცია, ვენტილაცია) მონტაჟისა და გაშვების გამოცდილება
- B კატეგორიის მართვის მოწმობა
შედეგის შეფასება:
საქმიანობა ფასდება გაზომვადი მაჩვენებლებით (KPI), ობიექტის გეგმისა და ფაქტის შედარების საფუძველზე: ვადების დაცვა საბაზისო გეგმის მიმართ, ბიუჯეტის შესრულება, დოკუმენტაციის სისრულე და დროულობა, ხარისხი და შრომის უსაფრთხოება.
სამუშაო პირობები:
- შრომითი ხელშეკრულება, გამოსაცდელი ვადით
- ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
- მკაფიოდ განსაზღვრული როლი, უფლებამოსილება და შეფასების კრიტერიუმები
- მუშაობა ერთიანი საოპერაციო სტანდარტითა და ციფრული ინსტრუმენტებით
შერჩევის ეტაპები:
- განაცხადების განხილვა
- გასაუბრება
- პრაქტიკული ქეისი ობიექტის მართვაზე
- საბოლოო გასაუბრება ხელმძღვანელობასთან
განაცხადის წარდგენა:
განაცხადს თან უნდა ერთვოდეს რეზიუმე (CV), რეალიზებული ობიექტების ჩამონათვალი (ობიექტი, ფართობი, სამუშაოთა სახეობა, კანდიდატის როლი) და, სასურველია, სარეკომენდაციო კონტაქტები. ელფოსტის სათაურში მიუთითეთ "სამუშაო საქმეთა მწარმოებელი".
cv@decoline.ge 595 44 20 20 www.decoline.ge — ბმულის გახსნა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
