სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატის წამყვანი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 520 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატის წამყვანი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო
კატეგორია:
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა:
20.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
3520 ლარი
ადგილების რაოდენობა:
2
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- სახელმწიფო შესყიდვებთან და შერჩევის პროცესთან დაკავშირებული დავების განხილვის მომზადების შიდაუწყებრივ პროცედურებში მონაწილეობა;
- საბჭოს სხდომების ორგანიზებასა და საბჭოს სხდომათა ოქმების შედგენაში მონაწილეობა;
- საჩივრებისა და სხვა დოკუმენტების მიღება, განხილვა, გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;
- საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში, სხვა დოკუმენტაციისა და კორესპონდენციის წარმოება;
- საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
- საბჭოს და საბჭოს აპარატის საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტების, მათ შორის, ინსტრუქციების, პროცედურული სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
- დავების განხილვის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით წლიური ანგარიშის მომზადების პროცესში მონაწილეობა;
- კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების, საბჭოს თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
სამართალმცოდნე
საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული, ადმინისტრაციული საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსები;
საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები;
საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №288 დადგენილება.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №826 დადგენილება „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“
საკონკურსო კომისიის მისამართი:
დ. აღმაშენებლის გამზირი 154
საკონტაქტო ტელეფონები:
593 27 21 37
საკონტაქტო პირი:
ნანა მიქავა
დამატებითი მოთხოვნები:
- გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
- საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე www.vacancy.hr.gov.ge სავალდებულოდ უნდა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლ(ებ)ი. (უცხოურ ენაზე გაცემული დიპლომის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).
- კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობას გააგრძელებენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის ტექსტში განსაზღვრულ საკონკურსო მოთხოვნებს. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გადალახავს კონკურსის პირველ ეტაპს.
- კონკურსის ეტაპების შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
- საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება ხდება ქულათა სისტემით, მაქსიმალური ქულაა - 10. იმისათვის, რომ კანდიდატმა წარმატებით გადალახოს კონკურსის მეორე ეტაპი, მან უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50 % - 5 ქულა.
- აღნიშნული ეტაპების წარმატებით გავლის შემდეგ, კომისია იმსჯელებს პირის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ;
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემით განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
