სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 200 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
კატეგორია:
შესყიდვები
განცხადების ბოლო ვადა:
07.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
3200 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება;
- ბაზრის კვლევის, კონკურსების, ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვებისა და გამარტივებული შესყიდვების განხორციელების მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების უზრუნველყოფა, სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის, სატენდერო/საკონკურსო განცხადების, პროცედურასთან დაკავშირებული კორესპონდენციისა და სხვა მასალების მომზადება/გაგზავნა/განთავსება;
- სატენდერო/საკონკურსო კომისიის სხდომების ორგანიზება და სხდომების ოქმების პროექტების მომზადება;
- ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო ხელშეკრულებების, გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებებისა და საკონკურსო ხელშეკრულებების, მათში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე შეთანხმების პროექტების მომზადება, ხელმოწერის ორგანიზება. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში გაფორმებული ხელშეკრულებებისა და მასთან დაკავშირებული მასალების განთავსება;
- განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშგების უზრუნველყოფა, მათ შორის, შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულებების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის, გადახდების შესახებ ინფორმაციის ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ხელშეკრულებებისათვის შესაბამისი სტატუსების მინიჭება;
- დოკუმენტ ბრუნვის ელექტრონულ სისტემაში კორესპონდენციის გაცნობა და შესაბამისი რეაგირება;
- ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ა) „საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“;
ვ) „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“;
ზ) „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებული ,,შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესი“;
თ) „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული ,,შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესი“;
ი) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2025 წლის 30 დეკემბრის N78 ბრძანებით დამტკიცებული „შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესი“;
კ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
აკაკი წერეთლის გამზირი, N 144
საკონტაქტო ტელეფონები:
2510041 (06-11)
საკონტაქტო პირი:
ასმათ ქარდავა
დამატებითი მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება - შემსყიდველ ორგანიზაციაში სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა (დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციის მითითებით) ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით);
- „სამოტივაციო წერილი“ - ამ თანამდებობაზე კანდიდატის შესაბამისობის შესახებ;
- კანდიდატმა დამატებითი დოკუმენტაციის ველში უნდა ატვირთოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ფუნქცია-მოვალეობების მითითებით იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველ ორგანიზაციაში სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება არ დასტურდება სტრუქტურული ერთეულის დასახელებით;
- საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
- კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასება) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
- კონკურსის ეტაპების/შედეგების შესახებ კანდიდატს ეცნობება მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით;
- კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში განხორციელდება გასაუბრების აუდიო ჩაწერა.
- შემსყიდველი ორგანიზაცია - „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ორგანიზაცია.
განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ მოთხოვნებს, ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს შერჩევის მიზნებით და ასევე, გამოთქვამს თანხმობას ამავე კონკურსის ფარგლებში კანდიდატის შესახებ საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტის მოიძიების/გადამოწმების თაობაზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ქულათა სისტემის საფუძველზე.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
