სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი
- ანაზღაურება
- 4 960 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო
კატეგორია:
მონიტორინგი
განცხადების ბოლო ვადა:
06.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
4960 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
ა) სამმართველოს დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფა და სამმართველოს საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობა;
ბ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიხედვით, ცალკეული სამედიცინო შემთხვევის/კომპონენტის ფარგლებში მიმწოდებელთა მხრიდან გაწეული მომსახურების (მიმდინარე/დასრულებული) მონიტორინგის პროცესის მართვისა და კონტროლის უზრუნველყოფა (გარდა სამედიცინო მომსახურების ხარისხისა), სააგენტოს მხრიდან შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებამდე, ნებისმიერ დროს;
გ) შემთხვევის შესახებ შეტყობინებისას, სააგენტოს მხრიდან შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებამდე ნებისმიერ დროს, მიმწოდებელთან ვიზიტის/საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი ვიზიტის (დღე-ღამის ნებისმიერ დროს, კონტროლის ობიექტის წინასწარი შეტყობინების გარეშე) განხორციელების, მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმების, მიმწოდებლისაგან მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის (მათ შორის, პროგრამის მოსარგებლის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული პირადი, სამედიცინო და ფინანსური ინფორმაციის) მოთხოვნის, მათი ასლის გადაღებისა და ამონაწერის გაკეთების პროცესის საერთო ზედამხედველობა;
დ) „ცხელ ხაზზე“ ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით დაფიქსირებული საჩივრების, პრეტენზიებისა და მომართვების, აგრეთვე სამმართველოში შემოსული სხვა კორესპონდენციის განხილვის, დამუშავებისა და მათზე დროული რეაგირების პროცესის ზედამხედველობა;
ე) შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, დადგენილი ფორმის ოქმის შედგენისა და მონიტორინგის შედეგების პროგრამულად სრულყოფილად ასახვის უზრუნველყოფის კონტროლი;
ვ) განხორციელებული მონიტორინგის შედეგების განზოგადებისა და ანალიზის, გასატარებელ ღონისძიებებზე წინადადებების შემუშავებისა და დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენის პროცესის ხელმძღვანელობა; სამმართველოს მიერ გამოყენებულ ელექტრონული მართვის სისტემებთან დაკავშირებული პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირებისა და მათი პრევენცია/გაუმჯობესების წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობის ზედამხედველობა;
ზ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და რეკომენდაციების შემუშავების (ან მათ შემუშავებაში მონაწილეობის, მათ შორის, მომზადების ინიცირებისა და საჭირო ინფორმაციის დართვის) პროცესის კოორდინაცია და ზედამხედველობა;
თ) საქართველოს კანონმდებლობითა და უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელ პირთა სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
მედიცინა
საკონკურსო თემატიკა:
ა) „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ) „ ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება;
ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 18 აგვისტოს №01-91/ნ ბრძანება „სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, აკ. წერეთლის 144
საკონტაქტო ტელეფონები:
599941323
საკონტაქტო პირი:
ნატალია კოპალიანი
დამატებითი მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება - საექიმო საქმიანობის ან/და სამედიცინო მართვა-მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
კომპეტენციები და უნარები:
- შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნება;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ოპერატიული მართვის სტილი;
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულება;
- შედეგზე ორიენტირებულობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები;
- ადამიანური რესურსების მართვის უნარ–ჩვევები.
- კომუნიკაციის, პრეზენტაციის, წერის კარგი უნარები.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით (სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მონაცემებს პირის მიერ დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ; აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო მიმართულებასა და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას);
- საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
- კონკურსის ეტაპების/შედეგების შესახებ კანდიდატს ეცნობება მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით;
განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ მოთხოვნებს, ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს შერჩევის მიზნებით და ასევე, გამოთქვამს თანხმობას ამავე კონკურსის ფარგლებში კანდიდატის შესახებ საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტის მოიძიების/გადამოწმების თაობაზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით, განაცხადის მიღების ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
