სახელმწიფო მატერიალური რეზერვების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 329 ₾
- ქალაქი
- მცხეთა
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სახელმწიფო მატერიალური რეზერვების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შექმნასთან, მართვასთან, შენახვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოებას, უზრუნველყოფს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მომსახურების გაწევას, ახორციელებს საქართველოში ფიზიკურ/იურიდიულ პირზე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის ნებართვის, პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების/რეალიზაციის ლიცენზიის გაცემასა და სანებართვო/სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს, აგრეთვე, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო საქმიანობას.
სააგენტო საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტების, ასევე სააგენტოს დებულებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
კატეგორია:
ლოჯისტიკა
განცხადების ბოლო ვადა:
18.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2329 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
მცხეთა
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- სახელმწიფო მარაგების ყოველწლიური აღრიცხვის დოკუმენტაციის შედგენა;
- მარაგების ხანგრძლივი შენახვის სტანდარტების მოთხოვნების დაცვის კონტროლი;
- საიდუმლო დოკუმენტაციაზე მუშაობის წესების დაცვა, აღნიშნული დოკუმენტაციის საიდუმლოების დაცულობის უზრუნველყოფა, მის მიერ მომზადებული საიდუმლო დოკუმენტების წარდგენა განყოფილების უფროსთან;
- სასაწყობო მეურნეობაში ტენიანობის და ტემპერატურული რეჟიმის, მიღებული მარაგების შენახვისათვის დადგენილი ვადების დაცვის კონტროლი;
- განყოფილების უფროსის და სააგენტოს უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
- კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №371;
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის ბრძანება №23;
- „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბერი ბრძანება №364.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, გორგასალის № 83ა / თბილისი, ცინცაძის N6
საკონტაქტო ტელეფონები:
0322414112 (2)
დამატებითი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია: იურისტი, ფინანსისტი, ეკონომისტი);
- მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
- ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
- დროის ეფექტური მართვა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კანდიდატმა უნდა ატვირთოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
- სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში).
- შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი, გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
