სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის, საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამების სამსახურის საგარეჯოს რეგიონული ადმინისტრატორი
- ანაზღაურება
- 2 500 ₾
- მისამართი
- საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ლამბალო
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 3 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის, საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამების სამსახურის საგარეჯოს რეგიონული ადმინისტრატორი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა
ორგანიზაციის შესახებ:
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც სასწავლო და პრაქტიკული პროგრამების განხორციელების გზით ახდენს საჯარო მოსამსახურეთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.
კატეგორია:
ადმინისტრაცია
განცხადების ბოლო ვადა:
04.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2500 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ლამბალო
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- სკოლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად რეგიონული სასწავლო ცენტრის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელების კოორდინაცია;
- სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ადმინისტრირება რეგიონულ დონეზე;
- სკოლის საქმიანობის პოპულარიზაციისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- აპლიკანტთა რეგისტრაციის პროცესის ადმინისტრირება, პრეტესტისა და გასაუბრების ჩატარება, სასწავლო ჯგუფების ფორმირება და მსმენელთა მონაცემთა ბაზის წარმოება;
- სასწავლო პროცესის ადმინისტრირება, მონიტორინგი და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, მათ შორის ელექტრონული ჟურნალისა და საქმისწარმოების სისტემის მართვა;
- მსმენელებთან, ტრენერებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;
- სასწავლო რესურსების, გასვლითი აქტივობებისა და სასწავლო ცენტრის მატერიალური რესურსების ორგანიზება და მართვა;
- ტრენერთა ანგარიშების, სამუშაო საათების აღრიცხვისა და სხვა საანგარიშო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის სამსახურთან წარდგენა;
- სასწავლო პროცესის შეფასების, მსმენელთა უკუკავშირის, სერტიფიცირებისა და ანგარიშგების პროცესებში მონაწილეობა;
- სკოლის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტური თანამშრომლობა, ყოველთვიური ანგარიშების მომზადება და დირექტორის/უშუალო ხელმძღვანელის მიმდინარე დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
პროფესიული
სამუშაო გამოცდილება:
3 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის №86/ნ ბრძანება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი ზ. ანჯაფარიძის პირველი შესახვევი №6, მე-8 სართული
საკონტაქტო ტელეფონები:
591451414
საკონტაქტო პირი:
ეთერი ჯოჯუა
დამატებითი მოთხოვნები:
- ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან პროფესიული განათლება;
- ადმინისტრაციული ან საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
სასურველია:
- ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან მუშაობის გამოცდილება;
- სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამების, ზრდასრულთა განათლების ან საგანმანათლებლო პროექტების ადმინისტრირების გამოცდილება;
- ადგილობრივი თვითმმართველობის, სახელმწიფო უწყებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების სპეციფიკისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების ცოდნა;
- რეგიონში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობის გამოცდილება;
- აზერბაიჯანული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემებთან და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება.
პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ადმინისტრაციული და საორგანიზაციო პროცესების ეფექტიანად მართვის უნარი;
- დოკუმენტაციის მომზადებისა და ელექტრონული ბაზების წარმოების უნარი;
- სამუშაო პროცესების დაგეგმვის, ორგანიზებისა და ვადების მართვის უნარი;
- რამდენიმე პარალელური პროცესის ეფექტიანად მართვის უნარი;
- პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულად მუშაობისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი)/პროფესიული განათლების შემთხვევაში შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების თარიღები (დღე, თვე, წელი), დაკავებული თანამდებობა.
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში საჭიროა ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა.
- კონკურსის მეორე ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს ვაკანსიის განაცხადით დადგენილ მოთხოვნებს. დოკუმენტების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე;
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
- აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი და გვარი, დაკავებული თანამდებობა, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტა;
- მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
კონკურსი მოიცავს შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
1 - განცხადების გადარჩევა - კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ფორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას;
2 - კანდიდატის შეფასება (გასაუბრება/ზეპირი დავალება).
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
- კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადაა განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვე.
- საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
