სახარჯი მასალებისა და საგარანტიო მომსახურების ოფიცერი
სრული აღწერა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი წარმატების უკან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები დგანან, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ მოინდომებ, შეუძლებელი არაფერია. ჩვენთან ყოველდღე სწავლობ სიახლეებს, გუნდთან ერთად პასუხობ გამოწვევებს და განვითარებას პროგრესის მთავარ მამოძრავებელ ძალად აქცევ.
ამჯერად, თეგეტა მოტორსი აცხადებს ვაკანსიას სახარჯი მასალების და საგარანტიო მომსახურების ოფიცრის პოზიციაზე.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
- საწყობში შემოსული სახარჯი მასალებისა და სპეციალური ინსტრუმენტების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და პერიოდული ინვენტარიზაცია;
- თანამშრომლებზე სახარჯი მასალებისა და ინსტრუმენტების გაცემა, მათი მოძრაობის კონტროლი და შესაბამისი ოპერაციების SAP-ERP სისტემაში ასახვა;
- მარაგების გადაადგილების, დაზიანებული ან დაკარგული ინსტრუმენტების აღრიცხვისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების პროცესების მართვა;
- საგარანტიო პირობების გაუმჯობესების მიზნით, მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
- კომპანიის მასშტაბით შემოსული რეკლამაციების განხილვა, დახარისხება და მათი განხილვის პროცესის კოორდინაცია;
- მომხმარებელთა უკმაყოფილების მიზეზების იდენტიფიცირება, პრობლემური შემთხვევების მართვა და დაზიანებული დეტალების შეცვლის პროცესის შეთანხმება;
- რეკლამაციებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
- წუნდებული პროდუქციის ფიზიკური და პროგრამული გადაადგილების, ჩამოწერისა და კომპენსაციის პროცესების კოორდინაცია;
- წუნდებული პროდუქციის ანაზღაურების რეესტრის წარმოება და შესაბამისი თანხებისა და რაოდენობების კონტროლი;
- კრედიტნოტების მიღებისა და შესაბამის დეპარტამენტებთან გაზიარების პროცესის უზრუნველყოფა;
- საგარანტიო მომსახურებისა და რეკლამაციების ყოველთვიური მონაცემების დამუშავება, ანალიზი და რეპორტინგი.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
- ანალიტიკური და დეტალებზე ორიენტირებული აზროვნება;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრისა და გუნდური მუშაობის უნარი.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან შესაბამისი მიმართულებით);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- MS Office პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
- ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია SAP);
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია).
თეგეტაში დაგხვდება:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სამედიცინო დაზღვევა;
- სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
- მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სახარჯი მასალებისა და საგარანტიო მომსახურების ოფიცერი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

