სახანძრო ინჟინერი
გამოქვეყნდა 6 ნოებოლო ვადა: 5 დეკ
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- თბილისი, გიგო ზაზიაშვილის ქ. №17
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 10:00–18:00
სრული აღწერა
შპს „სახანძრო ექსპერტიზის ბიურო“ აცხადებს ვაკანსიას სახანძრო ინჟინრის პოზიციაზე.
ჩვენ შესახებ„სახანძრო ექსპერტიზის ბიურო“ წარმოადგენს „A“ ტიპის ინსპექტირების ორგანოს, რომელიც 2018 წლიდან ახორციელებს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საპროექტო დოკუმენტაციის შეფასებასა და ინსპექტირებას.
ჩვენი საქმიანობისა და კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, გიგო ზაზიაშვილის ქ. №17;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 10:00–18:00;
ანაზღაურება: შეთანხმებით.
ძირითადი მოვალეობები:
- სახანძრო უსაფრთხოების საინჟინრო პროექტების ექსპერტიზა და ტექნიკური შეფასება;
- სახანძრო ვენტილაციის სისტემების საპროექტო დოკუმენტაციის შემოწმება;
- საპროექტო დოკუმენტაციის მოქმედ სტანდარტებსა და ნორმებთან შესაბამისობის დადგენა;
- საერთაშორისო სტანდარტებისა და ტექნიკური რეგულაციების შესწავლა და პრაქტიკაში გამოყენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება საინჟინრო მიმართულებით (სასურველია მექანიკური ინჟინერიის მიმართულებით);
- სახანძრო ვენტილაციის პროექტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სახანძრო ვენტილაციის სისტემების საინჟინრო გამოთვლების ცოდნა და შესრულებული გამოთვლების შეფასების უნარი;
- საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IBC, NFPA);
- ინგლისური ენის ცოდნა (ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და გააზრების დონეზე).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ახალი ტექნიკური სტანდარტებისა და რეგულაციების დამოუკიდებლად მოძიებისა და შესწავლის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში:
თუ გაქვთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება და გსურთ პროფესიული განვითარება სახანძრო უსაფრთხოების საინჟინრო მიმართულებით,თქვენი განაცხადი გამოგზავნეთ მეილზე: hr@seb.com.ge
გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

