საჯარო ინფორმაციის გაცემისა და სასამართლოსთან წარმომადგენლობის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი (ექვივალენტური თანამდებობა - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
- ანაზღაურება
- 3 360 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
საჯარო ინფორმაციის გაცემისა და სასამართლოსთან წარმომადგენლობის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი (ექვივალენტური თანამდებობა - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ქონების მართვის სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო
კატეგორია:
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა:
12.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
3360 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- სააგენტოს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებშიც სააგენტო წარმოადგენს მხარეს ან მესამე პირს.
- სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ან/და ქმედების თაობაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას სააგენტოს წარმომადგენლობა.
- განცხადებების, სასარჩელო განცხადებების, კერძო საჩივრების, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების მომზადება და მათთვის შესაბამისი მსვლელობის მიცემა.
- სააგენტოსთან დაკავშირებით არსებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით ღონისძიებების განხორციელება.
- სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე კანონმდებლობაში ცვლილების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადება.
- კომპეტენციის ფარგლებში ღონისძიებების გატარება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იმ ქონებაზე, რომლითაც სარგებლობს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არმქონე პირი.
- სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.
- ხელმძღვანელის მითითებებისა და დავალებების შესრულება, რომელიც საჭიროა სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის.
- დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
იურისტი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“;
- „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილება;
- „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-72 დადგენილებით დამტკიცებული წესი;
- „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-78 დადგენილებით დამტკიცებული წესი;
- „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს N21-85 დადგენილებით დამტკიცებული წესი;
- „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის N13-42 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ჟიული შარტავას ქ. N7
საკონტაქტო ტელეფონები:
568877800, 577991949
საკონტაქტო პირი:
გულიკო აფციაური, ქეთევან მშვიდობაძე
დამატებითი მოთხოვნები:
- სამართლის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; მათ შორის:
ა) სასამართლოში წარმომადგენლობის მიმართულებით ან/და ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველ ორგანოში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია რეესტრის, ქონებრივი დავების, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების კანონიერების შემოწმების თაობაზე მუშაობის გამოცდილება);
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა „B2“ დონეზე ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია:
ღია კონკურსი ცხადდება სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე შესაბამისი კანდიდატურის შერჩევისა და დასაქმების მიზნით.
კანდიდატებს კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა კონკურსის გამოცხადების დღიდან 5 კალენდარული დღის ვადა.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა, სავალდებულოა განცხადების შევსების დროს, შესაბამის გრაფაში ატვირთონ:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა.
საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
წინამდებარე საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატი კონკურსის მომდევნო ეტაპზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადის მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 (სამი) თვისა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
