საჯარო და კერძო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი (ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)
- ანაზღაურება
- 8 000 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 5 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
საჯარო და კერძო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი (ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - ინვესტიციების სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ – ინვესტიციების სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაცია და პოტენციური თუ არსებული ინვესტორებისთვის ინფორმაციული, საკონსულტაციო და ორგანიზაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა, აგრეთვე, საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორების იდენტიფიცირება, მხარდაჭერა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა. სააგენტო ხელს უწყობს ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ეფექტიან თანამშრომლობას, საინვესტიციო პროექტების განვითარებასა და განხორციელებას, ასევე ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო დონეზე წარმოჩენას.
კატეგორია:
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა:
28.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
8000 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- საჯარო და კერძო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, სამუშაო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა;
- დეპარტამენტის თანამშრომელთა შორის ფუნქციებისა და დავალებების განაწილება, მათი საქმიანობის კოორდინაცია და შესრულების მონიტორინგი;
- დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ მომზადებული დოკუმენტების, შესაბამისი დასკვნებისა და პოზიციების განხილვა და შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან;
- შესაძლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირება და უფლებამოსილი ორგანოსთვის შეთავაზება;
- საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოსთვის დახმარების გაწევა შესაძლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირებაში;
- უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარდგენილი პროექტის კონცეფციის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
- ინსტიტუციური პოტენციალის განვითარების მიზნით, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სფეროში უფლებამოსილი ორგანოს ცოდნის ამაღლების ხელშეწყობისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;
- საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
- დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ პერიოდული და წლიური ანგარიშგებისა და ხელმძღვანელობისთვის წარსადგენი წინადადებების მომზადება/მომზადების კოორდინაცია;
- დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება:
5 წელი
პროფესია:
იურისტი/ეკონომისტი/ფინანსისტი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ინვესტიციების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2026 წლის 16 ივლისის №1-1/263 ბრძანება;
- “საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს N426 დადგენილება;
- „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის N556 დადგენილება;
- „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის N403 დადგენილება;
- “საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 თებერვლის N65 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქუჩა N18;
საკონტაქტო ტელეფონები:
599859959
საკონტაქტო პირი:
ფიქრია რეხვიაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
- აუცილებელია პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
- ინფორმაციის/მონაცემთა შეგროვება და ანალიზი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირება;
- მოლაპარაკებების წარმართვა;
- წერილების/ანგარიშების მომზადება;
- გუნდური მუშაობა;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- შედეგზე ორიენტირებულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა:
- წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე (არაუმეტეს 250 სიტყვისა) სადაც უნდა უპასუხოს 2 შეკითხვას:
- აღწერეთ, რატომ გსურთ ამ პოზიციაზე მუშაობა.
- აღწერეთ, თქვენი პიროვნული თვისებები, სამუშაო გამოცდილება ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები, რომლებიც თქვენი აზრით, დაგეხმარებათ საჯარო და კერძო თანამშრომლობის მიმართულებით მუშაობაში აღნიშნულ პოზიციაზე.
- ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- შეავსოს ვაკანსიასთან დაკავშირებული მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების (ტრენინგები/სხვა მიღწევები) და/ან განხორციელებული პროექტების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის ველი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კანდიდატთა საყურადღებოდ:
- დოკუმენტაციის არასრულყოფილად და/ან არასწორად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი მოიხსნება შერჩევის პროცესიდან;
- კანდიდატებთან დაკავშირება განხორციელდება ძირითადად ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
- საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვეში.
- კანდიდატთა შეფასებისას, იდენტური ქულების დაფიქსირების შემთხვევაში, კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, ხოლო ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება კომისიის თავმჯდომარის ხმა.
დამსაქმებლის შესახებ
კომპანიის ვებსაიტიმეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
