საისტორიო ცენტრალური არქივის ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების გამოყენების და სამეცნიერო საცნობარო აპარატის განყოფილების სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 1 760 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- მთავარი მოთხოვნა
- ოსმალურ-თურქული ენის B2 დონეზე ცოდნა (სათარგმნი დოკუმენტები შედგენილია არაბულ-სპარსული დამწერლობით)
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
საისტორიო ცენტრალური არქივის ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების გამოყენების და სამეცნიერო საცნობარო აპარატის განყოფილების სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივი
კატეგორია:
საარქივო საქმე
განცხადების ბოლო ვადა:
29.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
1760 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- დოკუმენტების არსებობისა და მდგომარეობის შემოწმება და შედეგების გაფორმება, აღმოუჩენელი საქმეების აღრიცხვა;
- საქმეების ფურცელთა ნუმერაცია, საქმეების დაშიფვრა;
- დოკუმენტების აღრიცხვის ელექტრონულ პროგრამაში მონაცემების შეყვანა;
- კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დავალებით სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №246 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №1
საკონტაქტო ტელეფონები:
0322290505 (131)
დამატებითი მოთხოვნები:
- სავალდებულოა ოსმალურ-თურქული ენის B2 დონეზე ცოდნა (სათარგმნი დოკუმენტები შედგენილია არაბულ-სპარსული დამწერლობით);
- გუნდური მუშაობა;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- საკუთარი საქმის დაგეგმვის უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვა.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსი ცხადდება პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.
გთხოვთ, კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე.
აუცილებელია, კანდიდატმა რეკომენდატორების გრაფაში მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორის სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია.
კანდიდატის მიერ წარმოდგენილ განაცხადსა და მასზე დართულ დოკუმენტში მითითებული პერსონალური მონაცემები სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გამოყენებულ იქნება კონკურსის მიზნებისთვის, საკონკურსო პირობებთან კანდიდატის შესაბამისობის დასადგენად და მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმირებისათვის.
თუ თანახმა ხართ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შემდგომი შესაძლო დასაქმების მიზნით დამუშავდეს იუსტიციის სამინისტროს (მათ შორის, მასში შემავალი სსიპების) მასშტაბით, გთხოვთ, განაცხადის გადმოგზავნისას დამატებითი ინფორმაციის გრაფაში მიუთითოთ შემდეგი ტექსტი:
„თანახმა ვარ ჩემს მიერ გადმოგზავნილი პერსონალური მონაცემები შემდგომი დასაქმების მიზნით დამუშავდეს იუსტიციის სამინისტროს მასშტაბით''.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კონკურსის შედეგების შესაბამისად, საუკეთესო კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
