საინფორმაციო ტექნოლოგიების და ციფრული ექსპერტიზის დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის და სერვის-დესკის სამმართველოს სერვის-დესკის სპეციალისტი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
საინფორმაციო ტექნოლოგიების და ციფრული ექსპერტიზის დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის და სერვის-დესკის სამმართველოს სერვის-დესკის სპეციალისტი
(შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო” 2004 წლის 4 ნოემბერს ჩამოყალიბდა. ექსპერტიზის ბიურო წარმოადგენს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული დებულებით და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
ბიუროს მომსახურებით სარგებლობენ, როგორც სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციები, ასევე კერძო სტრუქტურები, კომერციული და არაკომერციული დაწესებულებები და სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირები.
ბიუროში მოქმედებს საექსპერტო მომსახურების ფიქსირებული გადასახადი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.
კატეგორია:
ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)
განცხადების ბოლო ვადა:
05.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2500 ლარიდან 3500 ლარამდე
ადგილების რაოდენობა:
2
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- მომხმარებელთა ზარების, შეტყობინებებისა და ელექტრონული მიმართვების მიღება;
- ინციდენტზე დროული და ეფექტური რეაგირება;
- ინციდენტებისა და სერვისული მოთხოვნების რეგისტრაცია შესაბამის სისტემაში;
- მომხმარებლის პრობლემის პირველადი ანალიზი და საჭირო ინფორმაციის დაზუსტება;
- მარტივი ტექნიკური პრობლემების პირველადი გადაწყვეტა ინსტრუქციების შესაბამისად, მცდელობა დამოუკიდებლად მოაგვაროს აღნიშნული პრობლემა ან მოახდინოს გადამისამართება შესაბამის მომსახურების დონეზე;
- მიმართვების კატეგორიზაცია, პრიორიტეტიზაცია და შესაბამისი რეაგირება;
- ექსკალაციის და მონიტორინგის პროცედურების განხორციელება;
- მიწოდებული მომსახურების მიმდინარეობის და მათში ჩართული სისტემების კონტროლი, მოსალოდნელი პრობლემების იდენტიფიკაცია, მათი პრევენცია ან მოგვარების მიზნით სწორი მითითების გაცემა;
- ინციდენტის ციკლის მართვა, ლიკვიდაციის დადასტურების ჩართვით, ინციდენტის დახურვა და მომხმარებელთან შეთანხმება დახურვის ფაქტის შესახებ;
- ცალკეული მომსახურების დონეების მცირედი ცვლილებების შესახებ მომხმარებელთან ერთობლივი დაგეგმვა და განხორციელება;
- მომხმარებლებისთვის მიმართვის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- შესრულებული სამუშაოს, კომენტარებისა და შედეგების სისტემაში ასახვა;
- განმეორებადი ან გადაუდებელი პრობლემების შესახებ უფროსი სპეციალისტის ინფორმირება;
- მომხმარებლებთან კორექტული, დროული და პროფესიული კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- სტანდარტული ინსტრუქციებისა და პროცედურების დაცვა;
- ცოდნის ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენება მომხმარებელთა მხარდაჭერისას;
- სერვის-დესკის ანგარიშებისა და სტატისტიკური მონაცემების მომზადებაში მონაწილეობა;
- ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნებისა და ორგანიზაციის შიდა წესების დაცვა;
- კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
სრული ზოგადი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონი; (www.expertiza.gov.ge — ბმულის გახსნა;
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილება. www.expertiza.gov.ge — ბმულის გახსნა
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი;
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N84
საკონტაქტო ტელეფონები:
2258484
საკონტაქტო პირი:
ელენე ჩალაძე
დამატებითი მოთხოვნები:
- IT სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ქსელური ინფრასტრუქტურის ბაზისურ დონეზე მხარდაჭერა;
- Active Directory-ს მუშაობის პრინციპის ცოდნა;
- Microsoft-ის ტექნოლოგიებთან მუშაობის ტექნიკური გამოცდილება;
- შიდა ტელეფონიის (IP) მუშაობის პრინციპის ცოდნა;
- Web აპლიკაციების მუშაობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- პერიფერიული მოწყობილობების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა(MS Office/Adobe Acrobat Pro);
- ოპერაციულ სისტემებთან Windows 7/8/8.1/10/11 მუშაობის გამოცდილება;
- ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური.
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაციის ძალიან კარგი უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
•დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- მიუთითონ რეკომენდატორი;
- წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი;
- წარმოადგინონ შესაბამისი მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან შრომის წიგნაკი.
კონკურსი მოიცავს შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
1.განაცხადის ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
2.კანდიდატის შეფასება მოხდება გასაუბრებით, შემდგომ ჩატარდება ტესტირება.
კონკურსის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს http://www.expertiza.gov.ge/.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილებას იღებს კომისია ქულათა სისტემით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
