საინფორმაციო ტექნოლოგიების და ციფრული ექსპერტიზის დეპარტამენტის პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს ბაზის ადმინისტრატორი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)
- ანაზღაურება
- 7 650 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 3 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
საინფორმაციო ტექნოლოგიების და ციფრული ექსპერტიზის დეპარტამენტის პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს ბაზის ადმინისტრატორი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო” 2004 წლის 4 ნოემბერს ჩამოყალიბდა. ექსპერტიზის ბიურო წარმოადგენს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული დებულებით და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
ბიუროს მომსახურებით სარგებლობენ, როგორც სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციები, ასევე კერძო სტრუქტურები, კომერციული და არაკომერციული დაწესებულებები და სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირები.
ბიუროში მოქმედებს საექსპერტო მომსახურების ფიქსირებული გადასახადი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.
კატეგორია:
ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)
განცხადების ბოლო ვადა:
05.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
7650 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- მონაცემთა ბაზის სერვერის მოწყვლადობების იდენტიფიცირებაში და მათი აღმოფხვრის პროცესში მონაწილეობა;
- მონაცემთა ბაზაში დაცული მნიშვნელოვანი ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
- მონაცემთა ბაზასთან კავშირების დაშიფვრის მექანიზმების გამოყენების კონტროლი;
- სარეზერვო ასლების უსაფრთხო შენახვისა და მათზე წვდომის შეზღუდვის უზრუნველყოფა;
- სარეზერვო ასლების აღდგენის პროცესის უსაფრთხოების კონტროლი;
- მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის გაჟონვის რისკების შემცირების ღონისძიებებში მონაწილეობა;
- მონაცემთა ბაზის უსაფრთხოების ინციდენტებზე დროული რეაგირება;
- კიბერუსაფრთხოების ინციდენტების შემთხვევაში შესაბამის თანამშრომლებთან დასტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია;
- საეჭვო წვდომების, არასტანდარტული მოთხოვნებისა და უჩვეულო აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება პასუხისმგებელი პირებისთვის;
- მონაცემთა ბაზების უსაფრთხოების პოლიტიკების, პროცედურებისა და შიდა წესების დაცვა;
- მონაცემთა ბაზის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
- მონაცემთა ბაზების დაცულობის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება;
- კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
სრული ზოგადი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
3 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონი; (www.expertiza.gov.ge — ბმულის გახსნა
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილება. www.expertiza.gov.ge — ბმულის გახსნა
- სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N84
საკონტაქტო ტელეფონები:
2258484
საკონტაქტო პირი:
ელენე ჩალაძე
დამატებითი მოთხოვნები:
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- MS SQL Server-ის ადმინისტრირების საფუძვლიანი ცოდნა
- მონაცემთა ბაზების შექმნა, მართვა და ოპტიმიზაცია
- T-SQL, Stored Procedures, Views, Functions Indexes და SQL Queries წერა
- SQL Queries-ის ოპტიმიზაცია და შესრულების დროის შემცირება
- Execution Plans-ის ანალიზი და არაეფექტური მოთხოვნების გამოვლენა
- CPU, RAM, Disk I/O და SQL Server-ის რესურსების გამოყენების კონტროლი
- Deadlock-ების, Blocking-ისა და Slow Queries-ის გამოვლენა და აღმოფხვრა
- მომხმარებლებისა და წვდომების მართვა, მონაცემთა დაცვის მექანიზმების უზრუნველყოფა
- Backup/Restore პროცესების დაგეგმვა და შესრულება
- მონაცემთა ბაზის წარმადობის კონტროლი და ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა
- დამატებითი უნარი Windows Server-ის საბაზისო ცოდნა
- ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური
- კომუნიკაბელურობა
- ორგანიზებულობა
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- ანალიტიკური აზროვნება.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- მიუთითონ რეკომენდატორი;
- წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი;
- წარმოადგინონ შესაბამისი მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან შრომის წიგნაკი.
კონკურსი მოიცავს შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
1.განაცხადის ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
2.კანდიდატის შეფასება მოხდება გასაუბრებით, შემდგომ ჩატარდება ტესტირება.
კონკურსის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს http://www.expertiza.gov.ge/.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილებას იღებს კომისია ქულათა სისტემით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
