საინფორმაციო ტექნოლოგიების და ციფრული ექსპერტიზის დეპარტამენტის პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს უმცროსი დეველოპერი
- ანაზღაურება
- 8 950 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 3 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
საინფორმაციო ტექნოლოგიების და ციფრული ექსპერტიზის დეპარტამენტის პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს უმცროსი დეველოპერი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო” 2004 წლის 4 ნოემბერს ჩამოყალიბდა. ექსპერტიზის ბიურო წარმოადგენს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული დებულებით და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
ბიუროს მომსახურებით სარგებლობენ, როგორც სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციები, ასევე კერძო სტრუქტურები, კომერციული და არაკომერციული დაწესებულებები და სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირები.
ბიუროში მოქმედებს საექსპერტო მომსახურების ფიქსირებული გადასახადი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.
კატეგორია:
ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)
განცხადების ბოლო ვადა:
05.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
8950 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- საინფორმაციო სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და მოდერნიზაცია,პროგრამული კოდის შემუშავება, არსებული პროგრამული კოდის რევიზია, ოპტიმიზაცია, გაუმჯობესება, უშუალოდ პროგრამირების პროცესთან დაკავშირებული საპროექტოდოკუმენტაციის შექმნა;
- პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება და ხარისხის კონტროლის პროცესში ჩართულობა (პროგრამირების პროცესსა და სატესტო გარემოს ადმინისტრირებასთან დაკავშირებით);
- პროგრამული კოდის/სისტემების განვითარებასთან დაკავშირებით ახალი ალგორითმისა და არქიტექტურის შემუშავება;
- პროგრამული კოდის დაწერა უფროსი დეველოპერის ან ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად;
- არსებული პროგრამული მოდულების მხარდაჭერა და მცირე ცვლილებების განხორციელება;
- პროგრამული ხარვეზების გამოვლენასა და გამოსწორებაში მონაწილეობა;
- მონაცემთა ბაზებთან, API-ებთან და შიდა სისტემებთან მუშაობა;
- პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებაში მონაწილეობა;
- კოდის სტანდარტებისა და შიდა წესების დაცვა;
- ტექნიკური დავალებების შესრულება განსაზღვრულ ვადებში;
- შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისთვის;
- ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
- პროფესიული ცოდნისა და პროგრამირების უნარების მუდმივი განვითარება;
- კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
სრული ზოგადი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
3 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონი; (www.expertiza.gov.ge — ბმულის გახსნა;
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილება. www.expertiza.gov.ge — ბმულის გახსნა
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი;
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N84
საკონტაქტო ტელეფონები:
2258484
საკონტაქტო პირი:
ელენე ჩალაძე
დამატებითი მოთხოვნები:
- C# პროგრამირების ენის ცოდნა, მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილებით;
- ASP .NET WebForms, ASP .NET MVC პლატფორმებთან; მუშაობის გამოცდილება;
- NET Core გარემოში მუშაობის გამოცდილება;
- T-SQL ენის ცოდნა;
- Entity Framework-ის ცოდნა;
- JavaScript ენის ან რომელიმე JS Framework-ის ცოდნა;
- HTML, CSS მარკაპის ცოდნა;
- REST API მიკროსერვისებთან მუშაობის გამოცდილება;
- ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- მიუთითონ რეკომენდატორი;
- წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი;
- წარმოადგინონ შესაბამისი მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან შრომის წიგნაკი.
კონკურსი მოიცავს შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
1.განაცხადის ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
2.კანდიდატის შეფასება მოხდება გასაუბრებით, შემდგომ ჩატარდება ტესტირება.
კონკურსის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს http://www.expertiza.gov.ge/.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილებას იღებს კომისია ქულათა სისტემით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
