საინფორმაციო ოფიცერი
- მისამართი
- ხონის ფილიალი
- ბენეფიტები
- განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობას · მეგობრულ და პროფესიულ გარემოს
სრული აღწერა
მიკრობანკი "კრისტალი" ქ. ხონში აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საინფორმაციო ოფიცერი
სამუშაო ადგილი: ხონის ფილიალი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვაკანსიის რაოდენობა: 1
თუ არ გაქვს სამუშაო გამოცდილება, გეძლევა შანსი გახდე საუკეთესო გუნდის წევრი, რომელიც გთავაზობს კარიერული განვითარების შესაძლებლობებს!
ჩვენ ვეძებთ საინფორმაციო ოფიცერს, რომელიც იქნება კომპანიის ის წარმომადგენელი, ვისაც ჩვენი მომხმარებელი ფილიალში შესვლისას პირველი ხვდება. პოზიციაზე არ მოითხოვება სამუშაო გამოცდილება — მნიშვნელოვანია თავაზიანობა, გულისხმიერება და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.
ჩვენ გთავაზობთ:
- განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობას
- მეგობრულ და პროფესიულ გარემოს
რას გულისხმობს პოზიცია?
ფილიალში მოსული მომხმარებლების მიღება და საჭირო ინფორმაციის მიწოდება
ბანკის სერვისების პირველადი კონსულტაცია და მომხმარებლების სწორად გადამისამართება
რას ველით შენგან?
პოზიტიურობა და კომუნიკაბელურობა
ემპათიურობა
ორგანიზებულობა
გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი
მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა
თუ თვლი, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია შენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გგამოგვიგზავნე განაცხადი 2026 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
მიკრობანკი კრისტალი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საინფორმაციო ოფიცერი-ხონი.
მიკრობანკი "კრისტალის" შესახებ: მიკრობანკი "კრისტალი" საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიკურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მლნ ლარამდე სასესხო პორტფელით, 48 ფილიალით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.
დღეს "კრისტალის" გუნდში 1000-ზე მეტი პროფესიონალია გაერთიანებული, რომლებიც ქმნიან ღირებულებებზე დაფუძნებულ კორპორაციულ კულტურას და გარემოს, სადაც ზრუნვა, გუნდურობა, განვითარება და ადამიანურ ურთიერთობები წარმოადგენს წარმატებული და სტაბილური თანამშრომლობის საფუძველს. კომპანია ქმნის რეალურ შესაძლებლობებს თანამშრომლების პროფესიული ზრდისა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის.
თუ გსურს განვითარდე და გახდე ჩვენი გუნდის ნაწილი, #შემოგვიერთდი და #გახდიკრისტალელი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

