საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 560 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- აიტვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ:
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს და ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამოცანებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დასაქმების შემთხვევაში სამინისტრო გთავაზობთ:
- თანამშრომლის ორიენტაცია/ადაპტაციას;
- მოტივაციის სისტემებს;
- განვითარების საშუალებას;
- კვალიფიკაციის ამაღლებაში ხელშეწყობას;
- კარგ კორპორატიულ კულტურას და მაღალი სტანდარტის ეთიკურ გარემოს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გისურვებთ წარმატებას პროფესიულ და კარიერულ განვითარებაში. სრული ინფორმაციისათვის იხილეთ: www.economy.ge
კატეგორია:
ტრანსპორტი
განცხადების ბოლო ვადა:
11.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2560 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრისა და რეკომენდაციების შემუშავების პროცესში;
- უზრუნველყოფს საგზაო უსაფრთხოების მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზსა და შესაბამისი ინიციატივების მომზადებას;
- კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საგზაო უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო აქტების პროექტების შემუშავებასა და მოლაპარაკებებში და არსებული საერთაშორისო აქტების გადახედვის პროცესში დადგენილი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად;
- მონაწილეობს სხვა სტრუქტურული ერთეულების ან/და უწყების მიერ ინიცირებული სამართლებრივი აქტების ექსპერტიზაში კომპეტენციის ფარგლებში;
- კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებების მონიტორინგის, მათი ეფექტიანობისა და შედეგების შეფასების პროცესში;
- კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით კვლევების ჩატარების, არსებული ხარვეზების, საჭიროებებისა და პრობლემების შესწავლის, ანალიზის პროცესში და შესაბამისი რეაგირების, სტრატეგიის დასახვაში გამოვლენილი ხარვეზების, საჭიროებებისა და პრობლემების აღმოფხვრის მიზნით;
- მონაწილეობს საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების თანამშრომლების პროფესიული შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობის პროცესში;
- ახორციელებს საგზაო უსაფრთხოების დარგში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას და მონაწილეობს მის იმპლემენტაციაში
- ამზადებს დეპარტამენტიდან გამავალი კორესპონდენციის პროექტებს;
- ასრულებს სამინისტროს დებულებით, სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და ხელმძღვანელობის სხვა დავალებებს კომპეტენციის ფარგლებში.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
პროფესია:
სამართალმცოდნეობის მიმართულებით
საკონკურსო თემატიკა:
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონი;
- ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონი;
- ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონი;
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- ,,პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილება;
- ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის #70 დადგენილება;
- „ტექნიკური რეგლამენტის − სატრანსპორტო საშუალებისა და ავტონაწილების ტიპის დამტკიცების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის №15 დადგენილება;
- ტექნიკური რეგლამენტის „საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების ”დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №407 დადგენილება;
- „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილება;
- „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის” დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №4 დადგენილება;
- „ტექნიკური რეგლამენტის „მოთხოვნები ინდივიდუალური წესით დამზადებული (თვითნაკეთი) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №11 დადგენილება;
- „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 01 დეკემბრის N510 დადგენილება;
- „ტექნიკური რეგლამენტის – „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის №89 დადგენილება;
- „ტექნიკური რეგლამენტის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების” დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №36 დადგენილება;
- „ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზებზე გამოყენებისათვის ნებადართული მაქსიმალური გაბარიტებისა და ნებადართული მაქსიმალური მასის განსაზღვრის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 აგვისტოს №393 დადგენილება;
- „ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ” დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 16 აგვისტოს N400 დადგენილება;
- „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) ექსპლუატაციის წესის” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილება;
- საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმების ცოდნა.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, კეკელიძის ქ.N4
საკონტაქტო ტელეფონები:
0322991060; 0322991107
საკონტაქტო პირი:
მარიამ სანებლიძე
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობებია:
- სავალდებულოა აიტვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად;
- სავალდებულოა აიტვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
შეფასების ეტაპზე:
- კანდიდატის შეფასება მოხდება ზეპირი დავალებით და გასაუბრებით;
- საკონკურსო თემატიკის შესაბამისად შემოწმდება თემატიკის შესაბამისი ცოდნა და ანალიზის უნარი;
კანდიდატის შეფასების მაქსიმალურ ქულად განისაზღვრება 40; ზეპირი დავალების შეფასების მაქსიმალური ქულა - 20, გასაუბრების მაქსიმალური ქულა - 20.
კანდიდატის გამოძახება გასაუბრებაზე არ მოხდება იმ შემთხვევაში თუ:
*კანდიდატი არ გამოცხადდება ზეპირ დავალებაზე
*კანდიდატის ზეპირი დავალება შეფასდება 12 - ზე ნაკლები ქულით.
თანამდებობაზე არ დაინიშნება კანდიდატი, რომელიც გასაუბრებაზე დააგროვებს 15 ქულაზე ნაკლებს.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 12 თვიანი გამოსაცდელი ვადა გამოიყენება მხოლოდ პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის არმქონე პირთათვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
