საგამოცდო პროცესის დამკვირვებელი
- მისამართი
- ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ.#13
სრული აღწერა
"შპს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" cue.edu.ge ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედი საქართველოს რეგიონული კერძო მრავალპროფილური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიას წარმოადგენს ცოდნის შექმნა და გავრცელება; უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე. უნივერსიტეტი ავითარებს თანამედროვე, კარგად აღჭურვილ, კომფორტულ სამუშაო ინფრასტრუქტურას, ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას, იზიდავს და ეფექტიანად მართავს მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსებს, ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და თვითრეალიზებას.
"ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას საგამოცდო პროცესის დამკვირვებლის პოზიციაზე.
თანამდებობრივი სარგო: შეთანხმებისამებრ;
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ.#13;
სამუშაოს ტიპი: არასრული განაკვეთი (საგამოცდო განრიგიდან გამომდინარე).
გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე.
ძირითადი მოვალეობები:
- გამოცდის ჩატარების ადგილზე გამოცხადდეს წინასწარ შეთანხმებული განრიგის შესაბამისად;
- გამოცდის დაწყებამდე სტუდენტებს გააცნოს წესები, რომლებიც მათ უნდა დაიცვან გამოცდის მიმდინარეობის პროცესში;
- შესაბამის უწყისში, რეგისტრაციაში გაატაროს სტუდენტები და მათი ხელმოწერით დააფიქსიროს გამოცდაზე გამოცხადება;
- უზრუნველყოს სტუდენტის ობიექტური შეფასება წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით;
- აღრიცხოს სტუდენტთა შეფასება შესაბამის საგამოცდო ფურცელში (Check-List);
- თვალყური ადევნოს გამოცდის მიმდინარეობას და წინამდებარე წესით განსაზღვრული დარღვევის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები;
- გამოცდიდან სტუდენტის მოხსნის ან საგამოცდო ნაშრომის ჩამორთმევის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შეადგინოს ოქმი, შესაბამისი მიზეზის დაკონკრეტებით;
- უპასუხოს სტუდენტს მხოლოდ პროცედურულ და ტექნიკურ საკითხებზე; საგამოცდო საგანთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე პასუხი აკრძალულია;
- საგამოცდო დროის ამოწურვამდე მოახდინოს სტუდენტების ინფორმირება დარჩენილი საგამოცდო დროის შესახებ;
- საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე ჩამოართვას სტუდენტებს ნაშრომები, მოათავსოს ისინი კონვერტში და გადასცეს საგამოცდო ცენტრს, შესაბამისი მიღება ჩაბარების აქტით;
- უზრუნველყოს საგამოცდო პროცესთან დაკავშირებული უკუკავშირის მიწოდება უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელისათვის;
- დაიცვას კონფიდენციალურად "უნივერსიტეტისგან" მომსახურების გაწევის პროცესში მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია და არ დაუშვას მისი გარეშე პირისათვის გადაცემა თუ ამას არ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა ან არ არსებობს "უნივერსიტეტის" წერილობითი ნებართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება; არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
- მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება, სასურველია სასწავლო პროცესის მიმართულებით;
- MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
- ინგლისური ენა - B1-B2 დონე (მეტყველება, წერა).
ვაკანსიის დეტალები:
კონკურსი გამოცხადებულია 2026 წლის 19 ოქტომბერს და დასრულდება 1 ნოემბერს.
კონკურსის პირველი ეტაპი არის დოკუმენტების გადარჩევა.
კონკურსის მეორე ეტაპი არის გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cue.edu.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ვაკანსია საგამოცდო პროცესის დამკვირვებელი.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად" თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, დაამუშავოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
