საგამომგონებლო ლაბორატორიის თანამშრომელი
- გამოცდილება
- არ არის აუცილებელი
სრული აღწერა
საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საგამომგონებლო ლაბორატორიის თანამშრომლის პოზიციაზე.
ჩვენს პერსონალს დავახვედრებთ:
- პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას
- ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
- უსაფრთხო სამუშაო გარემოს
- უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს
ძირითადი მოვალეობები:
- საგამომგონებლო ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევებში მონაწილეობა;
- სხვადასხვა სისტემის მოდელების შექმნა პროფესორის ხელმძღვანელობით;
- ექსპერიმენტული კვლევების განხორციელებაში მონაწილეობა;
- ლაბორატორიის საჭიროებებიდან გამომდინარე სხვადასხვა სამუშაოს შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება საინჟინრო, ფიზიკის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
- ზოგადი კომპიუტერული უნარები;
- გამოყენებითი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Ansys, 3D მოდელირების ან სხვა მსგავსი პროგრამები);
- ლოგიკური აზროვნების უნარი.
- სამუშაო გამოცდილება: არ არის აუცილებელი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2026 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ: ოპტიმიზაციის, კვლევისა და ინოვაციის ჯგუფის ასისტენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 6000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

