საფირმო მაღაზიების მენეჯერი
გამოქვეყნდა 1 ოქტბოლო ვადა: 1 ნოე
- ანაზღაურება
- 2 000 ₾
- ქალაქი
- ბათუმი
სრული აღწერა
ღვინის მწარმოებელი კომპანია "ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: 5-დღიანი სამუშაო კვირა
ანაზღაურება: 2000 ლარი (+ ბონუსი)
გამოსაცდელი ვადა 6 თვე
ფუნქციები და მოვალეობები:
- დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
- დაქვემდებარებული პერსონალისთვის სამუშაოს სწორად დელეგირება;
- პერსონალის მომსახურების ხარისხის კონტროლი;
- შეკვეთილი პროდუქციის რაოდენობების კონტროლი;
- მაღაზიის ყოველდღიური ნავაჭრის კონტროლი (ნაღდი, უნაღდო);
- Z-ის ფაილის წარმოება;
- ზედნადებების აღრიცხვა;
- არსებული პროდუქციის რაოდენობების სიზუსტის კონტროლი;
- პროდუქციაზე არსებული ფასმაჩვენებლების და განლაგების სიზუსტის კონტროლი;
- ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
- მის მაღაზიაში პროდუქციის / ინვენტარის ნაკლებობის შესახებ დროული შეტყობინება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
- ახალი მიღებული კადრების (სტაჟირება) გადამზადებაზე ზრუნვა;
- თანამშრომლების მოსვლა/წასვლის/შესვენების საათების კონტროლი;
- მაღაზიის სისუფთავის კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- მომსახურების სტანდარტების (სერვის +) ცოდნა;
- სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მომხმარებელთან ურთიერთობის ეთიკის ცოდნა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@winerykhareba.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მაღაზიის მენეჯერი"
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
