საფინანსო, შესყიდვებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 240 ₾
- ქალაქი
- ბათუმი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
საფინანსო, შესყიდვებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
ორგანიზაციის შესახებ:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ახორციელებს საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
კატეგორია:
ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)
განცხადების ბოლო ვადა:
23.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2240 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ბათუმი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- დაწესებულების სადენიანი და უსადენო ქსელის (LAN/WLAN) ყოველდღიური ადმინისტრირება, მდგომარეობის მონიტორინგი და შეფერხებების დროული გამოვლენა;
- მართვადი კომუტატორების (სვიჩების), მარშრუტიზატორებისა და უსადენო წვდომის წერტილების კონფიგურირება, გამართულობის შემოწმება და ტექნიკური მომსახურება;
- ქსელის სეგმენტაციისა და VLAN-ების მართვა; Access/Trunk პორტების, ბმულების გაერთიანების, ქსელური მარყუჟებისგან დაცვისა და წვდომის წესების კონფიგურირება, მოწყობილობების შესაძლებლობებისა და დამტკიცებული ქსელური სქემის შესაბამისად;
- IP-მისამართების განაწილებისა და აღრიცხვის წარმოება; მარშრუტიზაციის, DHCP-ისა და DNS-ის მუშაობასთან დაკავშირებული ქსელური პრობლემების დიაგნოსტიკა და კომპეტენციის ფარგლებში აღმოფხვრა;
- უსადენო ქსელის პარამეტრებისა და წვდომის მართვა, დაფარვისა და კავშირის ხარისხის შემოწმება, თანამშრომელთა და სტუმართა ქსელების გამიჯვნის უზრუნველყოფა;
- ქსელური მონიტორინგისა და უსაფრთხოების სენსორის ქსელში მიერთება და კონფიგურირება; საჭიროების შემთხვევაში, კომუტატორზე ტრაფიკის ასლის გადაცემის (Port Mirroring/SPAN) გამართვა და სენსორში მონაცემების მიღების შემოწმება;
- უსადენო ქსელის პარამეტრებისა და წვდომის მართვა, დაფარვისა და კავშირის ხარისხის შემოწმება, თანამშრომელთა და სტუმართა ქსელების გამიჯვნის უზრუნველყოფა;
- ქსელური მონიტორინგისა და უსაფრთხოების სენსორის ქსელში მიერთება და კონფიგურირება; საჭიროების შემთხვევაში, კომუტატორზე ტრაფიკის ასლის გადაცემის (Port Mirroring/SPAN) გამართვა და სენსორში მონაცემების მიღების შემოწმება;
- ქსელური სენსორისა და მოწყობილობების შეტყობინებების, მოვლენათა ჟურნალებისა და ტრაფიკის მონაცემების მონიტორინგი; საეჭვო აქტივობის პირველადი შეფასება და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების დროული ინფორმირება;
- ქსელური ინციდენტებისა და გაუმართაობების დიაგნოსტიკა, კომპეტენციის ფარგლებში პირველადი რეაგირება, მომსახურების აღდგენაში მონაწილეობა და განხორციელებული მოქმედებების აღრიცხვა;
- ქსელურ მოწყობილობებზე დამტკიცებული წვდომის წესების დაცვა, ადმინისტრაციული უფლებების მოწესრიგება, გამოუყენებელი პორტებისა და არასაჭირო სერვისების შეზღუდვა;
- ქსელური მოწყობილობების კონფიგურაციების სარეზერვო ასლების შექმნა და დაცული შენახვა; ცვლილებების აღრიცხვა, შეთანხმებული განახლებების განხორციელება და საჭიროებისას კონფიგურაციის აღდგენა;
- თანამშრომლებისთვის ქსელური სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებული ტექნიკური დახმარების გაწევა; განყოფილების უფროსის სხვა, თანამდებობის ფუნქციებთან დაკავშირებული დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
- შეფასების/პროფესიული განვითარების პროცესებში მონაწილეობა;
- ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში გაცემული ცალკეული დავალებების შესრულება;
- საქართველოს კანონმდებლობით, უმაღლესი საბჭოს აპარატის/დეპარტამენტის დებულებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი;
ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი;
ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულება;
თ) საქართველოს კანონი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“;
ი) „პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა N37
საკონტაქტო ტელეფონები:
577747141, 577999744
საკონტაქტო პირი:
ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი
დამატებითი მოთხოვნები:
- სხვადასხვა ქსელური აწ/და სატელეფოწო მოწყობილობების დაგეგმვა და გამართვა, მარტივი და საშუალო დონის ქსელის იწსტალაცია, კონფიგურირება და მართვა, კომპიუტერულ ქსელში გაუმართაობების აღმოჩენისა და გამოსწორების ცოდნა;
- უკაბელო წვდომის წერტილების კოწფიგურაცია/მიერთება/მონტაჟის ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების - Microsoft windows 7/8/8.1/10/11, office Word, Microsoft office Excel, Powerpoint, Outlook, Ruiji Reyee პროგრამული უზრუველყოფის, საოფისე/ტექწიკური მომსახურების, პოპულარული პროგრამების, ინსტალაცია/დეინსტალაციის ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია:
ღია კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე და 29-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
კანდიდატმა უნდა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი, უცხო ენაზე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შემთხვევაში, ასევე უნდა აიტვირთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საქართველოში აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოხდება ქულათა სისტემით: თითოეული კანდიდატი შეფასდება 10 (ათი) ბალიანი საშუალო არითმეტიკული ქულით, რომლის გამოსათვლელად კომისიის წევრთა მიერ კანდიდატისათვის დაწერილი ქულები შეჯამდება და გაიყოფა იმ რიცხვზე, რამდენი კომისიის წევრიც აფასებს კონკრეტულ კანდიდატს. გასაუბრების ეტაპზე დადებით შედეგად ჩაითვლება საშუალო არითმეტიკული არანაკლებ 6,0 ქულა. შესაბამისად გამარჯვებული იქნება ის კანდიდატი, ვინც საბოლოო ჯამში დააგროვებს მეტ ქულას.
კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა განისაზღვრა განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 2026 წლის 30 ნოემბრისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
