საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილების III რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 240 ₾
- ქალაქი
- მცხეთა
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა შესაბამის გრაფაში ატვირთოს განათლების და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილების III რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
შიდა კონკურსი
ორგანიზაცია:
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
ორგანიზაციის შესახებ:
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, იგი შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფებისაგან, სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილება განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულების დებულებებით. მერია საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, კოლეგიალობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების გათვალისწინების პრინციპების დაცვით.
მერია საქმინობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, მერიის დებულების და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
კატეგორია:
საფინანსო/საბიუჯეტო
განცხადების ბოლო ვადა:
31.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2240 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
მცხეთა
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
1.მონაწილეობის მიღება ბიუჯეტის პროექტის და პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენაში და წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობების კვარტალური და ყოველთვიური განწერის განხორციელება;
- ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების და ხარჯების შესახებ სისტემატური ინფორმაციის მიღება, დამუშავება (ეკონომიების დადგენის მიზნით) და ანალიზი;
- ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადება;
- სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის, მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ განწერაში ცვილებების შეტანის თაობაზე დადგენილი წესის შესაბამისად მერის ბრძანების პროექტის მომზადება და ამ ცვლილებების ასახვა ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში;
- ფისკალურ საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ნორმატიული აქტების შესწავლა, მათი დაყვანა შესრულებამდე და შესრულებაზე მეთოდურ დახმარება;
- საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან შემოსული წერილების, განცხადებების განხილვა, შესაბამისი დასკვნების და წერილების მომზადება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
პროფესია:
ეკონომისტი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (I, II და IX თავები);
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (გარდა III კარისა) ;
გ)საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);
დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“;
ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;
ზ) საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“;
თ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის N99 ბრძანება- საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე;
ი) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის N385 ბრძანება - „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე".
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.მცხეთა, ანტიოქიის ქ. N7
საკონტაქტო ტელეფონები:
551466466
საკონტაქტო პირი:
ნინო მრევლიშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
სავალდებულოა:
- საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის კარგად ცოდნა;
მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში.
კანდიდატს მოეთხოვება შემდეგი უნარების ცოდნა:
ა) ანალიტიკური აზროვნება;
ბ)გუნდური მუშაობა;
გ) დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
დ) ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ე) საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
ვ)დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- აუცილებელია კანდიდატმა შესაბამის გრაფაში ატვირთოს განათლების და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- კანდიდატი ვერ გადავა გასაუბრების ეტაპზე, თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია არასრულყოფილია ან/და არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
- დოკუმენტაცია ატვირთული უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთების შემთხვევაში საჭიროა მისის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
- კონკურსის მომდევნო ეტაპის ჩატარების ზუსტი ადგილის, დროსა და თარიღის, ასევე კონკურსის შედეგების თაობაზე კანდიდატებს ეცნობებათ ელექტრონული ფორმით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კომისიის მიერ ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
