საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 360 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 3 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - იუსტიციის სახლი
კატეგორია:
საფინანსო/საბიუჯეტო
განცხადების ბოლო ვადა:
04.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
3360 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
სსიპ „იუსტიციის სახლის“ მიერ შესყიდული აქტივების პირველადი დოკუმენტების საფუძველზე სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში (etreasury.ge) უნაღდო ფულადი ოპერაციების/ტრანზაქციების დროული შესრულება;
ფინანსური ინფორმაციის/მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების შენახვისა და დაცვის უზრუნველყოფა;
სსიპ „იუსტიციის სახლის“ სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიღებული ხარჯვის დოკუმენტების საფუძველზე სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში გადარიცხვის წარმოება და ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა;
სსიპ „იუსტიციის სახლის“ კრედიტორული დავალიანების კონტროლი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დაცვით და მათთან დროული ანგარიშსწორების უზრუნველყოფა ხაზინის ელექტრონული პროგრამის საშუალებით. ავანსად გადარიცხული თანხების ვადებისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის ვადების კონტროლი;
საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული მონაცემების დამუშავებაში, ასევე კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებაში ჩართულობა;
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
3 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ (თავი XI-საშემოსავლო გადასახადი, თავი XIII-მოგების გადასახადი, თავი XIV- ერთობლივი შემოსავალი);
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 31 დეკემბრის №429 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანება „„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის №108 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1
საკონტაქტო ტელეფონები:
595 00 81 99
დამატებითი მოთხოვნები:
- აუცილებელია, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსური ან ეკონომიკური განხრით;
- აუცილებელია, 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო დაწესებულებაში, მათ შორის, საფინანსო/ბუღალტრული მიმართულებით;
- სასურველია, ბუღალტრულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
კომპეტენციები
· ინფორმაციის/ მონაცემთა ანალიზი
· სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა
· გუნდური მუშაობა
· პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
· შედეგზე ორიენტაცია
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა სავალდებულოა:
- მიუთითონ მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტა;
- განათლების ველში ატვირთონ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამუშაო გამოცდილების ველში, დეტალურად აღწერონ მათი ფუნქციები.
გასაუბრების ეტაპზე გადავლენ კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის ტექსტში მითითებულ ყველა სავალდებულო მოთხოვნას.
კონკურსში მონაწილეობის მიზნით რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება საკონკურსო განაცხადში მოცემულ პირობებს. ამასთან, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნთა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
- საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
