საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს უფროსი
- ანაზღაურება
- 5 600 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს უფროსი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
კატეგორია:
შესყიდვები
განცხადების ბოლო ვადა:
04.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
5600 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
o სამმართველოს საქმიანობის ხელმძღვანელობა, ორგანიზება და კონტროლი;
o დაწესებულების სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავების ორგანიზება და შესრულების მონიტორინგი;
o სტრუქტურული ერთეულებიდან შესყიდვების საჭიროებების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უზრუნველყოფა;
o შესყიდვების პროცედურების დაგეგმვა და კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელების ზედამხედველობა;
o სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების ორგანიზება და კონტროლი;
o სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვებთან დაკავშირებული პროცესების მართვა და მონიტორინგი;
o ბაზრის კვლევის ორგანიზება და შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის პროცესის კოორდინაცია;
o შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადებისა და გაფორმების პროცესის კოორდინაცია;
o სამმართველოს თანამშრომელთა შორის ფუნქციების განაწილება, მათი საქმიანობის კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
o კანონმდებლობითა და დაწესებულების შიდა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერების ჩატარების წესი“;
- „გამარტივებული შესყიდვების კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვების კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“;
- „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის N7 ბრძანებით დამტკიცებული „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესი“;
- „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანებით დამტკიცებული „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესი“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანებით დამტკიცებული „შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესი“
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, კახეთის გზატკეცილი, №99
საკონტაქტო ტელეფონები:
116001
დამატებითი მოთხოვნები:
მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, საბიუჯეტო ორგანიზაციაში სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით.
სასურველია: ინგლისური ენის ცოდნა
უნარ-ჩვევები:
გუნდური მუშაობის უნარი;
ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
დროის ეფექტურად მართვის უნარი
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ აპლიკაცია საქართველოს მთავრობის ადმინისრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის https:/vacancy.hr.gov.ge/ მეშვეობით.
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა ატვირთოს:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (დიპლომი);
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები: შრომის წიგნაკი ან ცნობა სამუშაო ადგილის შესახებ;
- სამოტივაციო წერილი - ამ პოზიციაზე შესაბამისობის შესახებ;
- მიუთითოს ერთი რეკომენდატორის გვარი და სახელი, თანამდებობა, ელ. ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონი.
საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთების შემთხვევაში ნათარგმნი და დამოწმებული ნოტარიულად).
დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მომდევნო ეტაპზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
