საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ფინანსური რესურსების მართვისა და ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი
- ანაზღაურება
- 3 200 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ფინანსური რესურსების მართვისა და ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
სააგენტოს მიზანია მოქალაქეთა დასაქმებაში ხელშეწყობა, შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის შემცირება, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება.
კატეგორია:
ბუღალტერია
განცხადების ბოლო ვადა:
16.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
3200 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- საბუღალტრო პროგრამა „ორის ბუღალტერია 7“-ში ფინანსური და სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა და შესაბამისი საბუღალტრო ჩანაწერების წარმოება;
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება, დამუშავება, სისტემატიზაცია და საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
- შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება, დარიცხვების, დაკავებებისა და შესაბამისი ვალდებულებების სისწორის კონტროლი;
- სახელფასო უწყისების მომზადება და სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი საგადახდო ოპერაციების/გადარიცხვების განხორციელება;
- საბუღალტრო პროგრამასა და სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ სისტემაში ასახული მონაცემების შესაბამისობის კონტროლი და ურთიერთშედარება;
- პერიოდული საბუღალტრო და ფინანსური ინფორმაციის, ცნობების, ანგარიშებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, სისტემატიზაცია და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
ბ) „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის № 108 ბრძანება;
გ) „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის № 424 ბრძანება;
დ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის № 01-110/ნ ბრძანება;
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, მ. ასათიანის N9
საკონტაქტო ტელეფონები:
+995 574 777 720, +995 595 41 82 03
საკონტაქტო პირი:
ხათუნა გულიტაშვილი, ნათია ბუთბაია
დამატებითი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - ეკონომიკური / ბიზნეს ადმინისტრირება / ფინანსები / საბანკო საქმე ან/და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკის სპეციალობები) მიმართულებით;
- სამუშაო გამოცდილება - საჯარო სამსახურში ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საფინანსო ან/და საბუღალტრო მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- საბუღალტრო პროგრამა „ორის ბუღალტერია 7“-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
- შემოსავლების სამსახურის პორტალზე (RS.ge) მუშაობის გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსი ცხადდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ფინანსური რესურსების მართვისა და ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად.
კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციის მითითებით) ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით);
- „სამოტივაციო წერილი“ - ამ თანამდებობაზე კანდიდატის შესაბამისობის შესახებ;
- კონკურსანტმა ასევე, უნდა მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორი, რეკომენდატორების საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;
- საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
- კონკურსანტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს.
- კონკურსის ეტაპების/შედეგების შესახებ კანდიდატს ეცნობება მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
- განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ მოთხოვნებს, ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს შერჩევის მიზნებით და ასევე, გამოთქვამს თანხმობას ამავე კონკურსის ფარგლებში კანდიდატის შესახებ საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტის მოიძიების/გადამოწმების თაობაზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით გასაუბრების საფუძველზე, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
