საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 680 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
სააგენტოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებებისა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული ტექნოლოგიების, ციფრული ტრანსფორმაციის, მონაცემთა ცენტრისა და ქსელური ინფრასტრუქტურის მართვა, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისა და ადმინისტრირების ხელშეწყობა, გეოსაინფორმაციო სისტემებისა და სივრცითი მონაცემების მართვა, აეროგადაღებისა და მონიტორინგის განხორციელება, სახელმწიფო სერვისების განვითარება და მათი მიწოდების პროცესების სტანდარტიზაცია, მომხმარებელთა სატელეფონო და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ასევე ერთიანი ციფრული და ტექნოლოგიური ეკოსისტემის ფორმირება და განვითარება სამინისტროს სისტემაში.
კატეგორია:
შესყიდვები
განცხადების ბოლო ვადა:
03.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
3680 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
ა) ამზადებს სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმას, გეგმაში ცვლილებების პროექტებსა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტებს;
ბ) ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებს კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის განსაზღვრავს შესყიდვის ობიექტის კლასიფიკაციის (CPV) კოდს, ატარებს ბაზრის კვლევას, ადგენს სავარაუდო ღირებულებას და ამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას;
გ) ამზადებს სატენდერო დოკუმენტაციას, უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ტენდერის გამოცხადებას, სატენდერო კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ მხარდაჭერას, შესაბამისი ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადებასა და სისტემაში ატვირთვას;
დ) ამზადებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტებს, უზრუნველყოფს მათ გაფორმებას, ცვლილებების მომზადებას, ხელშეკრულებების ადმინისტრირებასა და შესრულების მონიტორინგს, ხოლო დარღვევების შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;
ე) უზრუნველყოფს მიღება-ჩაბარების, ურთიერთშედარების და სხვა შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვას, ასევე ხელშეკრულებებისა და სხვა საფინანსო დოკუმენტების შესაბამის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციას;
ვ) ამზადებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ანგარიშებს, დასკვნებს, წინადადებებსა და სხვა დოკუმენტებს კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სხვა საქმიანობას.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- ,,ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ”;
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონი;
- ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონი;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვიოთი და აგროსერვისების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 7 ივლისის №2-282 დადგენილება;
- საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, ვაკე-საბურთალო / მარშალ გელოვანის გამზ. N32გ / 0159
საკონტაქტო ტელეფონები:
555502092
საკონტაქტო პირი:
მარიამ დანელია - საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს სპეციალისტი
დამატებითი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება, განათლების სფერო:
ბიზნესის ადმინისტრირება და/ან მენეჯმენტი და/ან საჯარო მმართველობა და/ან ეკონომიკა და/ან ფინანსები და/ან სამართალმცოდნეობა და/ან ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი.
დამატებითი ლიცენზიები, სერტიფიკატები:
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი - სახელმწიფო შესყიდვების კურსი.
სავალდებულო კომპიუტერული პროგრამის ცოდნა:
- სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა Procurement.gov.ge.
სავალდებულო პროფესიული ცოდნა:
- სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
- სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვისა და განხორციელების პროცედურების ცოდნა;
- ხელშეკრულებების ადმინისტრირებისა და შესრულების მონიტორინგის პრინციპების ცოდნა.
უცხო ენები:
სასურველი - რუსული B2.
სამუშაო გამოცდილება:
სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით – 2 წელი.
კომპეტენციები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიციირების უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით;
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომ(ებ)ი) ასლი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ორგანიზაციის, თანამდებობისა და პერიოდის მითითებით დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მიხედვით);
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი - სახელმწიფო შესყიდვების კურსი;
- ინფორმაცია რეკომენდატორ(ებ)ის შესახებ;
- სამოტივაციო წერილი კონკრეტული ვაკანსიისათვის.
- კონკურსის შემდეგ ეტაპზე დაიშვებიან კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, აპლიკაციაში მითითებულ სავალდებულო ველებს შეავსებენ სრულყოფილად და მოთხოვნილ დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად;
- გასაუბრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ კანდიდატების ინფორმირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით;
- კანდიდატები ფასდებიან 10 ქულიანი სისტემით;
- საბოლოო შეფასება გამოითვლება კანდიდატების მიერ ზეპირი დავალებისა და გასაუბრებისას მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულით;
- გამარჯვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ შეფასებას, მაგრამ არანაკლებ 6 ქულისა;
- კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, გასაუბრებაზე შესაძლებელია განხორციელდეს გასაუბრების აუდიო ჩაწერა.
აღნიშნულ ვაკანსიასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iteasa.gov.ge.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, სააგენტოს სისტემის მასშტაბით, კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
