საფინანსო დეპარტამენტის საბიუჯეტო და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს უფროსი
- ანაზღაურება
- 4 000 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 3 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
საფინანსო დეპარტამენტის საბიუჯეტო და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს უფროსი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო
კატეგორია:
საფინანსო/საბიუჯეტო
განცხადების ბოლო ვადა:
03.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
4000 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- სამმართველოს საქმიანობის ხელმძღვანელობა, ორგანიზება, კოორდინაცია და ზედამხედველობა;
- სააგენტოს საფინანსო-საბიუჯეტო და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების პროცესების საერთო კონტროლი, კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა;
- სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და შემუშავების ორგანიზება, ხარჯების დაგეგმვა და პროგნოზირება;
- ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების პროცესების ზედამხედველობა მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით;
- ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური საბიუჯეტო და ფინანსური ანგარიშგებების მომზადებისა და შესაბამის უწყებებში წარდგენის კოორდინაცია;
- ფინანსური შიდა კონტროლის მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირების ზედამხედველობა და აუდიტის პროცესში შესაბამისი თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
- სამმართველოს თანამშრომელთა შორის ფუნქციებისა და დავალებების განაწილება, მათი შესრულების კონტროლი, საქმიანობის შეფასება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
- სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან, შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია;
- საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ცვლილებების მონიტორინგი და შესაბამისი პროცედურების სრულყოფის ინიცირება;
- ფინანსური მაჩვენებლების, ხარჯებისა და შედეგების ანალიზი, ფინანსური რისკების გამოვლენა და მათი შემცირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ინიცირება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
3 წელი
საკონკურსო თემატიკა:
სამართლებრივი აქტების ცოდნა
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
- „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის N424 ბრძანება;
- „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის N108 ბრძანება;
- „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის №99 ბრძანება;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 26 დეკემბრის N2-1258 ბრძანება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქ. N51ა
საკონტაქტო ტელეფონები:
599607107
საკონტაქტო პირი:
მარინე დოსმიშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
არანაკლებ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება ბუღალტრულ აღრიცხვასა და ანგარიშგების მიმართულებით საჯარო დაწესებულებაში.
არანაკლებ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება ხელმძღვანელ თანამდებობაზე.
სასურველია ფინანსური/ბუღალტრული პროგრამები: ORIS, ORIS MANEGER-ის ცოდნა.
სასურველია რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით;
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომ(ებ)ი) ასლი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ორგანიზაციის, თანამდებობისა და პერიოდის მითითებით დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მიხედვით);
- სამოტივაციო წერილი კონკრეტული ვაკანსიისათვის.
- კონკურსის შემდეგ ეტაპზე დაიშვებიან კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, აპლიკაციაში მითითებულ სავალდებულო ველებს შეავსებენ სრულყოფილად და მოთხოვნილ დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად;
- გასაუბრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ კანდიდატების ინფორმირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით;
- კანდიდატები ფასდებიან 10 ქულიანი სისტემით;
- საბოლოო შეფასება გამოითვლება კანდიდატების მიერ ზეპირი დავალებისა და გასაუბრებისას მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულით;
- გამარჯვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ შეფასებას, მაგრამ არანაკლებ 6 ქულისა;
- კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, გასაუბრებაზე შესაძლებელია განხორციელდეს გასაუბრების ვიდეო ან/და აუდიო ჩაწერა.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
