საფინანსო დეპარტამენტის ბიუჯეტირებისა და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 880 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
საფინანსო დეპარტამენტის ბიუჯეტირებისა და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
სააგენტოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებებისა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული ტექნოლოგიების, ციფრული ტრანსფორმაციის, მონაცემთა ცენტრისა და ქსელური ინფრასტრუქტურის მართვა, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისა და ადმინისტრირების ხელშეწყობა, გეოსაინფორმაციო სისტემებისა და სივრცითი მონაცემების მართვა, აეროგადაღებისა და მონიტორინგის განხორციელება, სახელმწიფო სერვისების განვითარება და მათი მიწოდების პროცესების სტანდარტიზაცია, მომხმარებელთა სატელეფონო და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ასევე ერთიანი ციფრული და ტექნოლოგიური ეკოსისტემის ფორმირება და განვითარება სამინისტროს სისტემაში.
კატეგორია:
საფინანსო/საბიუჯეტო
განცხადების ბოლო ვადა:
03.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2880 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
ა) მონაწილეობს სააგენტოს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებასა და ფინანსური ოპერაციების განხორციელებაში;
ბ) მონაწილეობს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების, მივლინებების, ანგარიშსწორებებისა და სხვა ფინანსური ოპერაციების განხორციელებაში;
გ) მონაწილეობს აქტივების, ვალდებულებების, შემოსავლებისა და ხარჯების საბუღალტრო აღრიცხვაში;
დ) მონაწილეობს ფინანსური ანგარიშგების, საბუღალტრო დოკუმენტაციისა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადებაში;
ე) ამზადებს კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციას, ანგარიშებსა და სხვა სამუშაო დოკუმენტებს;
ვ) მონაწილეობს სააგენტოში ჩატარებული ინვენტარიზაციის პროცესში და უზრუნველყოფს ინვენტარიზაციის შედეგების საბუღალტრო აღრიცხვაში ასახვას;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სხვა საქმიანობას.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- ,,ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ”;
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონი;
- ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონი;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვიოთი და აგროსერვისების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 7 ივლისის №2-282 დადგენილება;
- საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, ვაკე-საბურთალო / მარშალ გელოვანის გამზ. N32გ / 0159
საკონტაქტო ტელეფონები:
555502092
საკონტაქტო პირი:
მარიამ დანელია - საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს სპეციალისტი
დამატებითი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება, განათლების სფერო:
ბიზნესის ადმინისტრირება და/ან ფინანსები და საბანკო საქმე და/ან მენეჯმენტი და/ან საჯარო მმართველობა და/ან ეკონომიკა და/ან ფინანსები და/ან ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი.
სავალდებულო პროფესიული ცოდნა:
- საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საფუძვლების ცოდნა;
- საქართველოს საბიუჯეტო, საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობის ცოდნა;
- საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ოპერაციების განხორციელების წესების ცოდნა;
- ფინანსური დოკუმენტაციის, ანგარიშსწორებისა და ინვენტარიზაციის პრინციპების ცოდნა;
- ფინანსების მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა.
საურველი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
- საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა EDocument;
- E-Budget, E-Treasury.
უცხო ენები:
სასურველი - რუსული B2.
სამუშაო გამოცდილება:
ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების ან/და საჯარო ფინანსების ან/და საფინანსო ინსტიტუტებში საოპერაციო მიმართულებით - 1 წელი.
კომპეტენციები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიციირების უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით;
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომ(ებ)ი) ასლი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ორგანიზაციის, თანამდებობისა და პერიოდის მითითებით დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მიხედვით);
- ინფორმაცია რეკომენდატორ(ებ)ის შესახებ;
- სამოტივაციო წერილი კონკრეტული ვაკანსიისათვის.
- კონკურსის შემდეგ ეტაპზე დაიშვებიან კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, აპლიკაციაში მითითებულ სავალდებულო ველებს შეავსებენ სრულყოფილად და მოთხოვნილ დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად;
- გასაუბრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ კანდიდატების ინფორმირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით;
- კანდიდატები ფასდებიან 10 ქულიანი სისტემით;
- საბოლოო შეფასება გამოითვლება კანდიდატების მიერ ზეპირი დავალებისა და გასაუბრებისას მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულით;
- გამარჯვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ შეფასებას, მაგრამ არანაკლებ 6 ქულისა;
- კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, გასაუბრებაზე შესაძლებელია განხორციელდეს გასაუბრების აუდიო ჩაწერა.
აღნიშნულ ვაკანსიასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iteasa.gov.ge.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, სააგენტოს სისტემის მასშტაბით, კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
