საფინანსო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 200 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
საფინანსო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
2011 წლის 15 აპრილს, შეიქმნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“. მისი ფუნქციებია: დარგში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის (ბარგის) გადაზიდვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნებართვების, სერტიფიკატებისა და დაშვების მოწმობების გაცემა და მათზე განსაზღვრული პირობების დაცვის მონიტორინგი; ეროვნულ გადამზიდველთა და მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა; კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
კატეგორია:
საზოგადოებასთან ურთიერთობა
განცხადების ბოლო ვადა:
15.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
3200 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
4 თვე
ფუნქციები:
- სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის, საკომუნიკაციო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- სააგენტოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ფოტო და ვიდეო-გადაღებით უზრუნველყოფა. საინფორმაციო მასალების პირველადი/სამუშაო ვერსიების მომზადება;
- ღონისძიებების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების საორგანიზაციო და საინფორმაციო უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
- სააგენტოს საქმიანობის შესახებ სტრუქტურული ერთეულებიდან საზოგადოებასთან გასავრცელებელი ინფორმაციის მოძიება/შეგროვება;
- ჟურნალისტებისა და სხვა დაინტერესებული პირების საინფორმაციო მოთხოვნების დამუშავებაში მონაწილეობა;
- საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის მიმართულებით საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების მოძიების უზრუნველყოფა.
- მედიამონიტორინგისა და სოციალური მედიის სტატისტიკური მონაცემების მომზადება;
- საინფორმაციო კამპანიებისა და საზოგადოებრივი ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
- ვიზიტების ორგანიზებაში ჩართულობა (საორგანიზაციო საკითხების დაგეგმვა/განხორციელება);
- საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამმართველოს უფროსის მიერ კომპეტენციის ფარგლებში გაცემული კონკრეტული დავალებების შესრულება;
- პრესრელიზების, განცხადებებისა და საინფორმაციო ტექსტების მომზადებაში მონაწილეობა;
- ღონისძიებების ფოტო- და ვიდეომასალის შეგროვება და დაარქივება;
- სოციალური მედიისთვის ვიზუალის/პოსტების დიზაინის შექმნა.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ საქართველოს კანონი;
- საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონი;
- ტრანსპორტის სფეროს მართვის და რეგულირების შესახებ საქართველოს კანონი;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ვაჟა-ფშაველას გამზ. N16
საკონტაქტო ტელეფონები:
2365501 (232)
საკონტაქტო პირი:
თამარ სხულუხია
დამატებითი მოთხოვნები:
- აუცილებელია საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია მედიასთან კომუნიკაციის, სოციალური მედიის და ინფორმაციის მართვის, მედია მონიტორინგის გამოცდილება, ასევე კრიზისული კომუნიკაციისა და იმიჯის ფორმირების ძირითადი პრინციპების ცოდნა.
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა; ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარები; შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი, უნდა შეეძლოს დროის ეფექტური მართვა;
დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატების შერჩევის წესი:
- კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განაცხადი, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის ,,http://www.vacancy.hr.gov.ge’’-ის საშუალებით;
- კონკურსში მონაწილოებას გააგრძელებს და გასაუბრების ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;
- კანდიდატთან დაკავშირება მოხდება მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
- აუცილებელია განაცხადში სამუშაო გამოცდილებასთან ერთად შეავსოთ ინფორმაცია ფუნქცია- მოვალეობების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება;
- აუცილებელია უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა;
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა. კომისია ვალდებულია, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
