საფასადე სამუშაოების Site Manager
- ანაზღაურება
- 3 000–5 000 ₾
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათი–შაბათი
- მისამართი
- თბილისში მდებარე კომპანიის მიმდინარე სამშენებლო ობიექტები
სრული აღწერა
სამშენებლო კომპანია შპს „ალუმეტ“ აცხადებს ვაკანსიას საფასადე სამუშაოების Site Manager-ის პოზიციაზე.
შპს „ალუმეტ“ 2009 წლიდან საქმიანობს სამშენებლო სფეროში. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა ალუმინისა და მინის საფასადე სისტემების, ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების, ვენტილირებადი ფასადებისა და მინის მოაჯირების მოწყობა.
ვეძებთ გამოცდილ Site Manager-ს, რომელიც დამოუკიდებლად შეძლებს მისთვის ჩაბარებულ ობიექტზე სამუშაო პროცესის დაგეგმვას, ორგანიზებასა და ყოველდღიურ მართვას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ყოველდღიური მართვა და კონტროლი;
- სამუშაოების დაგეგმვა და შესრულების ორგანიზება პროექტის გეგმა-გრაფიკის შესაბამისად;
- შესრულებული სამუშაოების პროექტთან, სამუშაო ნახაზებთან და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი;
- შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
- ბრიგადების სამუშაოების ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი;
- შესრულებული სამუშაოების მოცულობების აღრიცხვა და გადამოწმება;
- სამუშაო ფრონტებისა და შემდგომი ეტაპების დროული დაგეგმვა;
- ობიექტის მომარაგების დაგეგმვა და საჭირო მასალების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება;
- მასალების სწორად გამოყენებისა და დანაკარგების კონტროლი;
- პროექტის ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა და შესაძლო შეუსაბამობების დროული იდენტიფიცირება;
- ობიექტზე არსებული ტექნიკური და საორგანიზაციო პრობლემების დროული გამოვლენა და გადაწყვეტის პროცესის კოორდინაცია;
- პროექტის მენეჯერთან და პროექტის ინჟინერთან მუდმივი კოორდინაცია;
- დამკვეთთან, ტექნიკურ ზედამხედველობასთან და ობიექტის სხვა მონაწილეებთან სამუშაო კომუნიკაცია;
- ობიექტის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ანგარიშების პროექტის მენეჯერისთვის მიწოდება;
- სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა და შეთანხმებული საკითხების შესრულების კონტროლი;
- შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და უსაფრთხოების მენეჯერის მითითებების შესრულების კონტროლი;
- შესრულებული სამუშაოების ჩაბარების პროცესში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება სამშენებლო მიმართულებით;
- Site Manager-ის ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- სამშენებლო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის კარგად წაკითხვის უნარი;
- სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვისა და ბრიგადების მართვის გამოცდილება;
- საფასადე სამუშაოების გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- Excel-ის კარგი ცოდნა;
- AutoCAD-ის ცოდნა;
- MS Project-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
სამუშაო პირობები
სამუშაო ადგილი — თბილისში მდებარე კომპანიის მიმდინარე სამშენებლო ობიექტები;
სამუშაო დღეები — ორშაბათი–შაბათი;
ანაზღაურება — 3,000–5,000 ლარი, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
პროფესიული და ფინანსური ზრდის შესაძლებლობა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია: alumet.ge დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV: agobronidze@alumet.ge წერილის სათაურში მიუთითეთ: „Site Manager
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ღია კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 3000 - 5000
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 3 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი
- ენები
- რუსული,ინგლისური
- ენები
- რუსული, ინგლისური
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
