საერთაშორისო ურთიერთოებებისა და პროექტების სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 200 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
საერთაშორისო ურთიერთოებებისა და პროექტების სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო
კატეგორია:
საერთაშორისო ურთიერთობები
განცხადების ბოლო ვადა:
19.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
3200 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობა, პოლიტიკის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა;
- მდგრადი ურბანული მობილობის პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების, ასევე ურბანული განვითარების პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების პროექტების შემუშავებასა და მათ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების/გეგმარებითი პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა;
- სააგენტოს კომპეტენციის შესაბამისად, თბილისის სახელით საერთაშორისო ორგანიზაციებთან დასადები თანამშრომლობის ხელშეკრულებათა პროექტების, საგრანტო, სასესხო და ქვესასესხო ხელშეკრულებათა პროექტებისა და მათ ხელმოსაწერად უფლებამოსილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო(ები)ს მხრიდან ნებართვის მისაღებად შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
- სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში დონორების მოძიება, დონორ ორგანიზაციებთან და საერთაშორსიო საფინანსო ინსტიტუტებთან შუამდგომლობის მიზნით საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა;
- სააგენტოში მიმდინარე საკონსულტაციო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების დარგში კვლევების და სხვა სახის საკონსულტაციო მომსახურების საჭიროების იდენტიფიცირება, დონორების მოძიება, ტექნიკური დავალებებისა და ტენდერების დამუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, მათი საქმიანობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
- სააგენტოს კომპეტენციის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე პროექტების ფარგლებში, სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ურთიერთობა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვაში მონაწილეობა;
- სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის ხელშეწყობა მათი საქმიანობის საერთაშორისო პროექტებთან ჰარმონიზაციის მიზნით;
- სააგენტოს საქმიანობისა და საერთაშორისო პროექტების დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით, ქალაქმშენებლობისა და მდგრადი ურბანული მობილობის სფეროში საერთაშორისო პრაქტიკისა და საუკეთესო გამოცდილების ანალიზი;
- სააგენტოს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში
მინიმალური განათლება:
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
პროფესია:
ეკონომიკა/სამართალმცოდნეობა/ბიზნესის ადმინისტრირება/საერთაშორისო ურთიერთობები
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „ არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“;
- „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილება;
- „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვარის №59 დადგენილება.
- „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N260 დადგენილება;
- „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N261 დადგენილება;
- „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილება;
- „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის N52-1 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, ჟიული შარტავას ქ. 7
საკონტაქტო ტელეფონები:
+995 557130013
საკონტაქტო პირი:
ეკა გიგაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
-სამუშაო გამოცდილება: საჯარო სამსახურში 1 წლიანი გამოცდილება.
- კომპეტენციები და უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობა;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- ბლოკში "განათლება" კანდიდატმა უნდა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ბლოკში „სამოტივაციო წერილი" კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი, რომელშიც დაასაბუთებს თუ რატომ დაინტერესდა აღნიშნული ვაკანსიით;
- ბლოკში „სამუშაო გამოცდილება" კანდიდატმა უნდა ატვირთოს შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია;
- კონკურსის ყოველი მომდევნო ეტაპის ჩატარების შესახებ (ზუსტი ადგილი, თარიღი, დრო) კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე;
- კონკურსის მე-2 ეტაპზე კონკურსანტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაიშვებიან გასაუბრებაზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
