საერთაშორისო ურთიერთობისა და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის კოორდინატორი
- ანაზღაურება
- 1 573 ₾
- მისამართი
- გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი კაჭრეთი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
საერთაშორისო ურთიერთობისა და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის კოორდინატორი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - კოლეჯი "აისი"
ორგანიზაციის შესახებ:
კოლეჯი „აისი“ კახეთის რეგიონში ლიდერი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა. კოლეჯის ისტორია 1980 წლიდან იწყება. კოლეჯი „აისი“ არის პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებული ორგანიზაცია. სასწავლო პროცესი მიმართულია არა მხოლოდ სტუდენტის ინფორმაციითა და ცოდნით აღჭურვისკენ, არამედ ამ ცოდნის გამოყენებისა და განვრცობის, მის საფუძველზე ახლის მოძიებისკენ. ამიტომ, აქ ცოდნის მიღების პარალელურად, სტუდენტებსა და მსმენელებს ვეხმარებით ძლიერი პიროვნული მახასიათებლების განვითარებაში, მათ საზოგადოებასა და სოციალურ გარემოში ინტეგრაციაში, საკუთარი უნარებისა და სოციალური როლის გააზრებაში. კოლეჯი „აისი“ მოიცავს კახეთის თითქმის მთელ რეგიონს და ძირითადად, ოთხ მუნიციპალიტეტშია განთავსებული: გურჯაანის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. კოლეჯის მიზანია, მაღალი პროფესიული სტანდარტების დანერგვა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება. კოლეჯის გუნდი მუდმივად ისწრაფვის განვითარებისა და სრულყოფილებისაკენ.
კატეგორია:
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა:
06.12.2026
თანამდებობრივი სარგო:
1573 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი კაჭრეთი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- კოლეჯის საერთაშორისო ურთიერთობების ადმინისტრირება;
- პროფესიული განათლების სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
- საერთაშორისო ურთიერთობებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და სტრატეგიის შემუშავება;
- კოლეჯის საერთაშორისო იმიჯის შექმნა და რეპუტაციის მართვა;
- პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციისათვის სხვადასხვა კოლეჯებთან ურთიერთობის ხელშეწყობა,
- მსოფლიოს სხვადასხვა კოლეჯებთან თანამშრომლობის დამყარება, სტუდენტებისა და თანამშრომლების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში იტეგრირების ხელშეწყობა;
- გაცვლითი პროგრამების კოორდინაცია და ადმინისტრირება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი
საკონკურსო კომისიის მისამართი:
გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი კაჭრეთი
საკონტაქტო ტელეფონები:
577557150
საკონტაქტო პირი:
მალხაზი ასლამაზაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
- კანდიდატს სასურველია განათლება ქონდეს საერთაშორისო ურთიერთობების, განათლების ადმინისტრირების, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
კომპეტენციები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- პარტნიორობის განვითარების უნარი ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე;
- სტრატეგიული დაგეგმვისა და კომპლექსური აზროვნების უნარი;
- დროის ეფექტური მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
აუცილებელია კანდიდატმა:
- განათლების გრაფაში ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- შეავსოს "სამოტივაციო წერილის" ველი.
-კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება განსაზღვრულ მოთხოვნებს, არასრულად ექნება მითითებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე;
- კანდიდატებს ნებისმიერი (დადებითი/უარყოფითი პასუხი) ინფორმაცია ეცნობებათ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
- წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ სსიპ კოლეჯი ,,აისი“ , პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის
ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია ქულათა სისტემის საშუალებით განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.
