საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული დაგეგმვის სამსახურის სტრატეგიული დაგეგმვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 4 480 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- პოლიტიკის დაგეგმვის, საერთაშორისო ურთიერთობების ან/და ანალიტიკური მიმართულებით სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული დაგეგმვის სამსახურის სტრატეგიული დაგეგმვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
კატეგორია:
ანალიტიკა
განცხადების ბოლო ვადა:
03.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
4480 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
-ქვეყნის სტრატეგიული განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების, ინსტიტუციური რეფორმებისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ ანალიტიკური მასალების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
-ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით პრიორიტეტული სფეროების შესწავლა, არსებული პრობლემების, გამოწვევებისა და პოტენციური რისკების იდენტიფიცირება კომპეტენციის ფარგლებში;
-მთავრობის, აკადემიური წრეების, ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო დონორების წარმომადგენელთა მონაწილეობით კონსულტაციებისა და დიალოგის ფორმატების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
-საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით განხორციელებული სახელმწიფო, ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
-საქართველოს პრეზიდენტის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ხედვასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და აქტივობების ორგანიზაციული და ანალიტიკური მხარდაჭერის პროცესში მონაწილეობის მიღება;
-განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციისა და დოკუმენტაციის განხილვა, ორგანიზება და სისტემატიზება, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში მუშაობა;
-საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის მომზადებაში მონაწილეობა;
-შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება საჭიროების შემთხვევაში;
-განყოფილების უფროსის მოვალეობის შესრულება მისი არყოფნის ან მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში;
-საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებებისა და მოვალეობების განხორციელება სამსახურის ხელმძღვანელისა და განყოფილების უფროსის ცალკეული დავალებების/მითითებების შესაბამისად.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
საერთაშორისო ურთიერთობები/პოლიტიკის მეცნიერება
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
-ვენის 1961 წლის კონვენცია „დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ“;
-რომის 1950 წლის „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია“;
- ვენის 1969 წლის კონვენცია „სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ (II და III ნაწილები);
-საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ (I - III თავები);
- საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ (I - III თავები);
- ,,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2026 წლის 9 ოქტომბრის N257 ბრძანებულება;
- „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ათონელის N25, ქ. თბილისი, საქართველო
საკონტაქტო ტელეფონები:
032 2281824
საკონტაქტო პირი:
ლანა ტეფნაძე
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია: პოლიტიკის დაგეგმვის, საერთაშორისო ურთიერთობების ან/და ანალიტიკური მიმართულებით სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წელი.
დამატებითი ინფორმაცია:
შესაბამის ველში - კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი (უცხოენოვანი დიპლომის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული აღიარების დოკუმენტი);
- შრომის წიგნაკის ან შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ორგანიზაცია, თანამდებობა, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით, უცხოენოვანი ცნობის შემთხვევაში ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
- საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი კონკურსის II ეტაპზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
