საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული დაგეგმვის სამსახური საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების მთავარი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 4 480 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული დაგეგმვის სამსახური საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
კატეგორია:
საერთაშორისო ურთიერთობები
განცხადების ბოლო ვადა:
03.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
4480 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
-საზღვარგარეთის ქვეყნების შესახებ ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის მოსამზადებლად წინადადებების შემუშავება;
-საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან და სხვა ოფიციალური წყაროებიდან მიღებული მასალის დამუშავება და მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება;
-საქართველოს პრეზიდენტის საზღვარგარეთ დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში გასამართ შეხვედრებზე განსახილველი და სასაუბრო თემების, ასევე საინფორმაციო მასალის მომზადების ხელშეწყობა; საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ვიზიტებისას საქართველოს პრეზიდენტის თანხლება და შეხვედრებზე დასწრება;
-საქართველოს პრეზიდენტის საზღვარგარეთ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ საჭირო მასალის მოძიება, დამუშავება და განყოფილების უფროსისათვის მიწოდება;
-საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო ვიზიტების შესახებ ანგარიშის მომზადება და დაარქივება;
-კონკრეტულ უცხო ქვეყანაში მიმდინარე საპრეზიდენტო საქმიანობაზე დაკვირვება, ანალიზი და საინფორმაციო დოკუმენტებში ასახვა, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, უცხო ქვეყნების პრეზიდენტების ადმინისტრაციების ორგანიზაციული მოწყობისა და სამუშაო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
-საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის პროექტების მომზადება;
-საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების საქართველოში ვიზიტის პროგრამის ფარგლებში გასამართ შეხვედრებზე განსახილველი და სასაუბრო თემების, ასევე საინფორმაციო მასალის მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობა;
-უცხოელი ოფიციალური პირების საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის ორმხრივ და მრავალმხრივ შეხვედრებზე განსახილველი თემებისა და საინფორმაციო მასალის მომზადება ან/და მომზადების ხელშეწყობა; საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ შეხვედრებზე დასწრება და შეხვედრების ანგარიშების მომზადება/დაარქივება;
-საქართველოს პრეზიდენტის ეგიდით საქართველოში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციების, სემინარებისა და სხვა ღონისძიებების საინფორმაციო მასალით უზრუნველყოფა;
-საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის კონსულტაციის გაწევა საჭიროების შემთხვევაში;
-განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციისა და დოკუმენტაციის განხილვა, ორგანიზება და სისტემატიზება, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში მუშაობა;
-საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის მომზადებაში მონაწილეობა;
-შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება საჭიროების შემთხვევაში;
-განყოფილების უფროსის მოვალეობის შესრულება მისი არყოფნის ან მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში;
-საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებებისა და მოვალეობების განხორციელება სამსახურის ხელმძღვანელისა და განყოფილების უფროსის ცალკეული დავალებების/მითითებების შესაბამისად.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
საერთაშორისო ურთიერთობები/საჯარო მმართველობა/საერთაშორისო სამართალი
საკონკურსო თემატიკა:
ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ა.ბ) ვენის 1961 წლის კონვენცია „დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ“;
ა.გ) რომის 1950 წლის „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია“;
ა.დ) ვენის 1969 წლის კონვენცია „სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ (II და III ნაწილები);
-საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ (I - III თავები);
-საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“;
-საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
-საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ (I - III თავები);
-,,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2026 წლის 9 ოქტომბრის N257 ბრძანებულება;
- „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ათონელის N25, ქ. თბილისი, საქართველო
საკონტაქტო ტელეფონები:
032 2281824
საკონტაქტო პირი:
ლანა ტეფნაძე
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია: საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წელი.
დამატებითი ინფორმაცია:
შესაბამის ველში - კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი (უცხოენოვანი დიპლომის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული აღიარების დოკუმენტი);
- შრომის წიგნაკის ან შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ორგანიზაცია, თანამდებობა, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით, უცხოენოვანი ცნობის შემთხვევაში ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
- საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი კონკურსის II ეტაპზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
