საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის სტაჟიორი
- ანაზღაურება
- 720 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის სტაჟიორი
კონკურსის ტიპი:
სტაჟირება
ორგანიზაცია:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრიორიტეტია ვაკანტურ თანამდებობებზე, ერთი მხრივ, პროფესიონალი, კვალიფიციური კადრების და, მეორე მხრივ, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდების მოზიდვა და დასაქმება.
სამინისტრო თანამშრომლებს სთავაზობს გუნდურ სამუშაო გარემოს, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზაციული კულტურის ნაწილს წარმოადგენს გენდერული თანასწორობის, გუნდური მუშაობის, კეთილსინდისიერების, სექსუალური შევიწროების დაუშვებლობის პრინციპებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული ეთიკური, კოლეგიალური, მრავალფეროვანი და სპეციალური საჭიროებების მქონე თანამშრომლებზე მორგებული სამუშაო გარემო.
კატეგორია:
საერთაშორისო ურთიერთობები
განცხადების ბოლო ვადა:
30.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
720 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
სტაჟიორს ევალება:
- გაეცნოს შესაბამისი საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისა და მთლიანად, საჯარო დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას. კომპეტენციის ფარგლებში,
მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში;
- გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა,) საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით;
- დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს საჯარო დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.
- გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სფეროებში საერთაშორისო და არასავალდებულო ხელშეკრულებების დადების ინიციირებაში, საზღვარგარეთის ქვეყნების მიერ ინიციირებული შეთანხმებების კანონით დადგენილი წესით განხილვასა და შესაბამისი პროცედურული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობაში დახმარების გაწევა;
- საერთაშორისო ხელშეკრულებების სავალდებულოდ აღიარებისათვის საჭირო მოსამზადებელ პროცედურულ ღონისძიებათა ორგანიზების უზრუნველყოფაში დახმარება;
- კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ხელმძღვანელი პირების ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატის შეხვედრებისა და ვიზიტებისათვის საჭირო სასაუბრო და ანალიტიკური მასალების მომზადებაში დახმარება;
- მთავრობათაშორის კომისიებში სამინისტროს ჩართულობის უზრუნველყოფა, კომისიის ოქმის პროექტის მომზადებაში მონაწილეობა, ოქმის შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებაში დახმარება;
- საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის განხორციელების მიზნით, სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი
დაწესებულებების კოორდინირებული მოქმედებების ხელშეწყობაში დახმარება;
- კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
სტუდენტი
საკონკურსო თემატიკა:
ა) „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;
ბ) „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, მარშალ-გელოვანის გამზ. N34
საკონტაქტო ტელეფონები:
2 37 80 10
საკონტაქტო პირი:
ქეთევან ჭაბაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
- განათლება - საერთაშორისო ურთიერთობების და/ან დიპლომატიის და/ან უცხო ენების და/ან საერთაშორისო სამართლის და/ან საერთაშორისო პოლიტიკისა და/ან ევროინტეგრაციის მიმართულებით;
- სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მე-2 ან მე-3 საფეხურზე ან/და დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური.
- იცის სახელმწიფო ენა.
დამატებითი ინფორმაცია:
- ანაზღაურებადი სტაჟირება შეადგენს 6 თვეს.
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით vacancy.hr.gov.ge-ს საშუალებით;
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს:
- აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტის შესახებ ცნობა და/ან დიპლომის ასლი, ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი, მხოლოდ უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში;
- სამოტივაციო წერილი;
განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ მოთხოვნებს, ფუნქციებსა და პირობებს.
ასევე, ის თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა
შესაბამისად, დამუშავდეს სტაჟიორის შერჩევის მიზნებით და ამასთან, გამოთქვამს თანხმობას ამავე კონკურსის ფარგლებში კანდიდატის შესახებ საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტის მოძიების/გადამოწმების/გამოთხოვის თაობაზე.
- პირი სტაჟიორად არ მიიღება, თუ:
- იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის;
- იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის და დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა;
- მან სტაჟიორად მიღებისას არ წარადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
- იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
- თუ სტაჟირების მსურველი პირის მიერ იმავე საჯარო დაწესებულებაში 2022 წლის 1 ნოემბრიდან გავლილი სტაჟირების საერთო ვადა შეადგენს 12 თვეს.
- მნიშვნელოვანია, რომ იმ საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება, სადაც მუშაობა ითვლება საჯარო სამსახურად, ჩაითვლება საჯარო სამსახურის სტაჟში, ხოლო საჯარო
დაწესებულებაში შემავალ საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირში სტაჟირება - საერთო სტაჟში/სამუშაო გამოცდილებაში.
- სტაჟირების მსურველი პირის შეფასებას განახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ შექმნილი კომისია;
- გასაუბრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ კანდიდატების ინფორმირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით;
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
