საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო ქართულენოვანი პროგრამის ასოცირებული პროფესორი
- ანაზღაურება
- 2 600 ₾
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო ქართულენოვანი პროგრამის ასოცირებული პროფესორი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - დიპლომატიის აკადემია
კატეგორია:
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა:
01.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2600 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
ფუნქციები:
სასწავლო კურსების დაგეგმვა, მომზადება და წარმართვა მოქმედი საგანმანათლებლო
პროგრამების შესაბამისად;
სალექციო, სასემინარო, პრაქტიკული და სხვა სასწავლო საქმიანობის განხორციელება;
სტუდენტთა ცოდნის შეფასება დადგენილი წესებისა და შეფასების სისტემის შესაბამისად;
სასწავლო მასალების, სილაბუსების, სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო რესურსების მომზადება და განახლება;
სტუდენტების აკადემიური კონსულტირება და მხარდაჭერა;
სამეცნიერო კვლევების დაგეგმვა და განხორციელება; სამეცნიერო ნაშრომების, სტატიებისა და კვლევითი შედეგების გამოქვეყნება;
ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და ფორუმებში მონაწილეობა;
აკადემიის კვლევითი პოტენციალის განვითარებაში მონაწილეობა.
საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, განვითარების, შეფასებისა და აკრედიტაციის პროცესებში მონაწილეობა და ხარისხის უზრუნველყოფის ღონისძიებების
მხარდაჭერა;
საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელობა კომპეტენციის ფარგლებში;
სტუდენტთა სამეცნიერო, პროფესიული და შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა;
სტუდენტთა კარიერული განვითარების მხარდაჭერა;
აკადემიის წარმომადგენლობა პროფესიულ, სამეცნიერო და საზოგადოებრივ ღონისძიებებში;
საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი აკადემიური ცოდნის გავრცელების ხელშეწყობა;
პროფესიულ ასოციაციებთან, კვლევით ორგანიზაციებთან და პარტნიორ დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
მინიმალური განათლება:
დოქტორი
საკონკურსო კომისიის მისამართი:
გიორგი ლეონიძის 3-5
საკონტაქტო ტელეფონები:
555700546
საკონტაქტო პირი:
თამარ მანგოშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
აკადემიაში ასოცირებულ პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით, შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ძირითადი (საკანონმდებლო) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი:
დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით;
ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობა:
ავტორიზებულ ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო- პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
დამატებითი (აკადემიის) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აკადემიური ნიშნით ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
ა) შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის, საერთაშორისო პოლიტიკის ან დიპლომატიის მიმართულებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;
ბ) საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
გ) სამეცნიერო სტიპენდიები, გრანტები, და სხვა პროფესიული აქტივობები, სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
დ) ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე.
პროფესიული ნიშნით ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საკონკურსო მოთხოვნები:
ა) საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
ბ) საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მუშაობის პროფესიული გამოცდილება: შესაძლებელია დადასტურდეს, შესაბამის დარგში, არანაკლებ 8 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით;
გ) სპეციალური მომზადება - ტრენინგებში, კონფერენციებში, სემინარებში და ა.შ.მონაწილეობა;
დ) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული პუბლიკაციების ჩამონათვალი; (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ე) სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
ვ) ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე.
დამატებითი ინფორმაცია:
ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში შესაბამისად - პასპორტი ან ბინადრობის ნებართვა;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის ასლი, ხოლო თუ დიპლომი გაცემულია საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ,მისი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარების დამადასტურებელი ცნობა;
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობ(ებ)ის ასლ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ავტობიოგრაფია (CV), რომელშიც უნდა აისახოს ინფორმაცია კონკურსანტის მიერ ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ის, მიღებული სტიპენდიაგრანტებისა და სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ;
- შესაბამის მიმართულებასთან თავსებადი ერთი საგნის სილაბუსი. სილაბუსი შეიძლება ასახავდეს კურსს, რომელიც კონკურსანტს უკვე აქვს დანერგილი რომელიმე უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებაში ან წარმოადგენდეს პროექტს;
- ერთი კვლევითი ნაშრომი, რომელიც, კონკურსანტის აზრით, ყველაზე კარგად წარმოაჩენს მის აკადემიურ ინტერესებსა და გამოცდილებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა. დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში აკადემია იტოვებს უფლებას კანდიდატის ინგლისური ენის ცოდნის დონე შეამოწმოს გასაუბრების პროცესის ინგლისურ ენაზე წარმართვით;
- სამოტივაციო წერილი;
- სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული ცნობები:
ა) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის
ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
ბ) უფლების ჩამორთმევის შესახებ.
კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 2026 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ვებგვერდზე: Vacancy.hr.gov.ge
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
ა) განაცხადების გადარჩევა;
ბ) გასაუბრება;
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება გამოქვეყნდება არა უგვიანეს 2026 წლის 15 ნოემბერს.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
