საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 4 000 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
კატეგორია:
საერთაშორისო ურთიერთობები
განცხადების ბოლო ვადა:
29.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
4000 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
ა) კანონმდებლობის, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების, პრაქტიკის კვლევა და ანალიზი;
ბ) სამართლებრივი, ანალიტიკური და შედარებითი კვლევების მომზადება როგორც ქართულ, ისე უცხო ენებზე;
გ) სხვა საჯარო უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია/კოორდინაცია;
დ) პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ე) სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და უცხო ქვეყნის/საერთაშორისო დელეგაციების ვიზიტების დაგეგმვა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზის ჩატარება;
ზ) ხელმძღვანელის მითითებებისა და დავალებების შესრულება, რომელიც საჭიროა სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
სამართალმცოდობის ან საერთაშორისო სამართალი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
ვ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
თ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2026 წლის 14 აპრილის ბრძანება N007 „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“;
ი) გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტი“.
საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტები, სტანდარტები და შეფასების მექანიზმები:
ა) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია;
ბ) „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია (CETS N108), მისი დამატებითი ოქმი (ETS №181) და შესწორების ოქმი (CETS №223)
გ) ევროპარლამენტისა და საბჭოს 2016 წლის 27 აპრილის რეგულაცია (EU) 2016/679 პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას ფიზიკურ პირთა დაცვისა და ასეთი მონაცემების თავისუფალი მიმოცვლის შესახებ, რომელიც აუქმებს 95/46/EC დირექტივას („მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია“);
დ) ევროპის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს 2016 წლის 27 აპრილის დირექტივა კომპეტენტური ორგანოების მიერ დანაშაულების პრევენციის, გამოძიების, დადგენის ან სისხლისსამართლებრივი დევნის, ან სასჯელთა აღსრულების მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას ფიზიკურ პირთა დაცვის, მონაცემთა თავისუფალი მიმოცვლისა და საბჭოს 2008/977/JHA ჩარჩო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ („საპოლიციო დირექტივა“);
ე)ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრაქტიკა კონვენციის მე-8 მუხლთან მიმართებით.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, 0144, წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი N96
საკონტაქტო ტელეფონები:
2438144
დამატებითი მოთხოვნები:
ა) იურიდიული, საერთაშორისო სამართლის ან საერთაშორისო სტანდარტების, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
ბ) სასურველია დამატებითი ლიცენზიები, სერტიფიკატები - პროფესიულ ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა.
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნების უნარი;
- დროის ეფექტიანი მართის უნარი;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე: www.vacancy.hr.gov.ge;
- კანდიდატების შეფასება მოხდება თანამდებობისთვის შესაბამისი როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული უნარების მიხედვით;
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი (უცხოურ ენაზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის (შრომის წიგნაკი - არსებობის შემთხვევაში, ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა) ასლი.
არასრულად წარმოდგენილი მონაცემების (დოკუმენტების) შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მე-2 ეტაპზე.
- განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ მოთხოვნებს, ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, კანდიდატი ინფორმირებულია, რომ მის მიერ წარმოდგენილ განაცხადსა და სავალდებულო დოკუმენტაციაში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ორგანიზაციის მიერ დამუშავდება საკონკურსო მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. მისთვის ასევე ცნობილია, რომ კონკურსის ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, დამსაქმებლის მიერ განხორციელდება კანონით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნაც, კანდიდატის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისთვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნებისთვის.
ასევე, კანდიდატი თანხმობას გამოთქვამს, კონკურსის მიზნებისთვის, ორგანიზაციის მიერ მის შესახებ საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტის მოძიება/გადამოწმებაზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება კონკურსის შედეგების შესახებ მიიღება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
