საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სტაჟიორი
- ანაზღაურება
- 720 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სტაჟიორი
კონკურსის ტიპი:
სტაჟირება
ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს კულტურის სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისა და მმართველობის უზრუნველსაყოფად ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას.
კატეგორია:
საერთაშორისო ურთიერთობები
განცხადების ბოლო ვადა:
01.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
720 ლარი
ადგილების რაოდენობა:
2
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
პროფესიული განვითარების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ საქმიანობაში:
- ორგანიზაციის მუშაობის სპეციფიკის გაცნობა;
- კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ორგანიზაციულ საკითხებში და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის მიღება;
- კომპეტენციის ფარგლებში, ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე დასწრება ან/და მონაწილეობის მიღება;
მინიმალური განათლება:
სტუდენტი
პროფესია:
საერთაშორისო ურთიერთობები
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 აპრილის №131 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა N4
საკონტაქტო ტელეფონები:
202 22 29
საკონტაქტო პირი:
ნინო მაისურაძე
დამატებითი მოთხოვნები:
- იცის სახელმწიფო ენა;
- სწავლობს უმაღლესი განათლების, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს ამავე მიმართულებით უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური.
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- სასურველია სხვა უცხო (ევროპული) ენის ცოდნა;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- დროის ეფექტური მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
ანაზღაურებადი სტაჟირება შეადგენს 3 თვეს;
სტაჟირების მსურველმა პირმა უნდა წარადგინოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. დიპლომი ან/და ცნობა აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტის შესახებ. უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში, აუცილებელია, კანდიდატმა ატვირთოს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ბ) სამოტივაციო წერილი.
განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ მოთხოვნებს, ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს სტაჟიორის შერჩევის მიზნებით და ასევე, გამოთქვამს თანხმობას ამავე კონკურსის ფარგლებში კანდიდატის შესახებ საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტის მოძიების/გადამოწმების თაობაზე (რომლის დადასტურებასაც კანდიდატი ახდენს განაცხადის გაკეთების ეტაპზე).
პირი სტაჟიორად არ მიიღება, თუ:
- იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის;
- იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის და დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა;
- მან სტაჟიორად მიღებისას არ წარადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
- იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
- თუ სტაჟირების მსურველი პირის მიერ იმავე საჯარო დაწესებულებაში 2022 წლის 1 ნოემბრიდან გავლილი სტაჟირების საერთო ვადა შეადგენს 12 თვეს.
მნიშვნელოვანია, რომ იმ საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება, სადაც მუშაობა ითვლება საჯარო სამსახურად, ჩაითვლება საჯარო სამსახურის სტაჟში, ხოლო საჯარო დაწესებულებაში შემავალ საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირში სტაჟირება - საერთო სტაჟში/სამუშაო გამოცდილებაში.
კონკურსი მოიცავს შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
- განაცხადის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა (სტაჟიორის შეფასების ეტაპზე - გასაუბრება სტაჟიორთა შესარჩევ კომისიასთან - გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ფორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს);
- გასაუბრება სტაჟიორთა შესარჩევ კომისიასთან - გასაუბრება მოიცავს კანდიდატის მოტივაციის, უნარ-ჩვევების, სამინისტროს სტრუქტურის და ცოდნის განმსაზღვრელ კითხვებს, ასევე კითხვებს დანართში მითითებული სამართლებრივი აქტებიდან.
კონკურსის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობება დამატებით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
