საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 4 480 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია:
სახალხო დამცველის აპარატი
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს სახალხო დამცველი არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა, საჯარო დაწესებულებათა და თანამდებობის პირთა მხრიდან სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვასა და პატივისცემას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა თუ სხვა გარემოებისა.
სახალხო დამცველის აპარატის მისიაა: დაეხმაროს სახალხო დამცველს ადამიანის უფლებების დარღვევების დროულ გამოვლენას, ეფექტურ რეაგირებასა და პრევენციაში, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად.
აპარატის ღირებულებებია: მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, ღიაობა/გამჭვირვალობა, ადამიანის უფლებათა უზენაესობა, კვალიფიციური და პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისადმი, ურთიერთპატივისცემა კოლეგებს შორის
კატეგორია:
საერთაშორისო ურთიერთობები
განცხადების ბოლო ვადა:
04.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
4480 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საქმიანობის სტრატეგიული ხედვისა და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
- საერთაშორისო ასპარეზზე სახალხო დამცველის აპარატის ეფექტიანი და წარმატებული პოზიციონირების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენა;
- შესაბამის საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, ომბუდსმენთა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების საერთაშორისო და რეგიონული ქსელებთან და გაერთიანებებთან, აგრეთვე სხვა შესაბამის პირებსა და ორგანიზაციებთან ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოება აპარატის საჭიროებებისა და პრიორიტეტების შესაბამისად;
- სხვადასხვა ქვეყნის ომბუდსმენების/ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობისა და კომუნიკაციის წარმართვა, ასევე აპარატის სხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენელთა დახმარება შესაბამის ინსტიტუტებთან კომუნიკაციაში;
- ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალურ ალიანსში (GANHRI) აკრედიტაციის მიღების მიზნით, აკრედიტაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა და აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისგან საჭირო ინფორმაციისა და მასალების გამოთხოვა;
- საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებებისა და/ან მემორანდუმების, აგრეთვე შესაბამისი სამოქმედო გეგმების პროექტების მომზადება და დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენა;
- საერთაშორისო პარტნიორებთან გაფორმებული შეთანხმებებისა და/ან მემორანდუმების, აგრეთვე შესაბამისი სამოქმედო გეგმების შესრულების კოორდინაცია და აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ გათვალისწინებული აქტივობების განხორციელების ხელშეწყობა და ზედამხედველობა;
- საერთაშორისო პარტნიორებთან გაფორმებული შეთანხმებებისა და/ან მემორანდუმების რეესტრის წარმოება და მისი სისტემატური განახლება;
- საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელმძღვანელობისა და აპარატის სხვა თანამშრომელთა საერთაშორისო ღონისძიებებისა და ვიზიტების დაგეგმვისა და ორგანიზების უზრუნველყოფა, მათ შორის მიმწვევ ორგანიზაციებთან, შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და სხვა პარტნიორებთან კომუნიკაცია, ვიზიტებთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მომზადება, საჭირო ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- საერთაშორისო ღონისძიებებისა და ვიზიტებისთვის აპარატის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლებისთვის საჭირო საინფორმაციო მასალების, ძირითადი გზავნილებისა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
- რიგი საერთაშორისო ღონისძიებებისა და ვიზიტების ფარგლებში მომზადებული დოკუმენტების, შეფასებების, დეკლარაციების, რეკომენდაციებისა და სხვა შესაბამისი მასალების წინასწარი გაცნობა და ანალიზი, აპარატის ხელმძღვანელობისა და დეპარტამენტის უფროსისთვის შესაბამისი მოსაზრებებისა და წინადადებების წარდგენა;
- საერთაშორისო ორგანიზაციების, პარტნიორი ინსტიტუტებისა და საერთაშორისო და რეგიონული ქსელების და გაერთიანებების მიერ დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა და პროცესების შესახებ ინფორმაციის მოძიება, შესაბამისი საერთაშორისო კალენდრის წარმოება და განახლება;
- ქვეყნის შიგნით, საერთაშორისო და შიდა შეხვედრების, საერთაშორისო სასწავლო ვიზიტების, კონფერენციების, პრეზენტაციების, სემინარების, ტრენინგების, სამუშაო შეხვედრების, ვორქშოფებისა და სხვა პროფესიული ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა, შესაბამის პარტნიორებთან, მონაწილეებთან და ორგანიზაციებთან კომუნიკაცია, პროგრამისა და საორგანიზაციო საკითხების კოორდინაცია და პროცესში ჩართული აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია;
- უცხოელი დიპლომატების, საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების, ომბუდსმენთა ინსტიტუტების, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლების, აგრეთვე სხვა დელეგაციებისა და სტუმრების საქართველოში ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება, მათ შორის, შეხვედრებისა და შესაბამისი ღონისძიებების კოორდინაცია და დადგენილი საპროტოკოლო წესების დაცვით, სტუმრების მიღების და გაცილების უზრუნველყოფა;
- საერთაშორისო ვიზიტებისა და ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით საჭირო წინასწარი საორგანიზაციო და საინფორმაციო მასალების მომზადება, მათ შორის, საერთაშორისო სტუმრებისა და დელეგაციების ვიზიტის მიზნების, მონაწილე პირების, წარმომადგენელი ორგანიზაციების, მათი საქმიანობისა და შეხვედრის შესაბამისი კონტექსტის შესახებ ინფორმაციის აპარატის ხელმძღვანელობისთვის წინასწარ მიწოდება;
- სახალხო დამცველის აპარატის საუკეთესო გამოცდილების, პრაქტიკის, მიღწევებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან, ომბუდსმენთა ინსტიტუტებთან, ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებთან და შესაბამის საერთაშორისო და რეგიონული ქსელებთან და გაერთიანებებთან გაზიარება და ამ მიზნით კვარტალში ერთხელ საინფორმაციო ბიულეტენის მომზადება;
- საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების, ომბუდსმენთა, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების, საერთაშორისო და რეგიონული ქსელების და გაერთიანებების და სხვა შესაბამისი პარტნიორების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და დადგენილ ვადებში მიწოდება;
- საერთაშორისო ორგანიზაციების, პარტნიორი ინსტიტუტებისა და სხვა შესაბამისი ორგანიზაციების საკონტაქტო ინფორმაციის, აგრეთვე აპარატის საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მონაცემთა ბაზების შექმნა, წარმოება, სისტემატიზაცია და პერიოდული განახლება;
- საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრებში მონაწილეობა და დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ინფორმაციისა და მასალების წარდგენა;
- სამსახურებრივი საჭიროების შესაბამისად, ქვეყნის შიგნით ან/და ქვეყნის გარეთ მივლინება;
- ყოველთვიურად ანგარიშის მომზადება გაწეული საქმიანობის შესახებ და დოკუმენტის ელექტრონული ფორმით წარმოდგენა;
- დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, შეხვედრების ორგანიზება და გამართვა, აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაცია და დეპარტამენტის საქმიანობის ფარგლებში მიმდინარე პროცესების კოორდინაცია;
- საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის სხვა თანამშრომელთა ფუნქციების შესრულება;
- საქართველოს საკანონმდებლო აქტებით და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დებულებით, შინაგანაწესით, საქმისწარმოების წესითა და სხვა შიდა ორგანიზაციული ბრძანებებით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობების შესრულება;
- პირადად მომზადებული შიდა დოკუმენტაციის ხელმოწერა;
- საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელმძღვანელობისა და დეპარტამენტის უფროსის სხვადასხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია დეპარტამენტის საქმიანობასთან
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
იურიდიული, საერთაშორისო სამართალი ან საერთაშორისო ურთიერთობები
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“;
- საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემა (ზოგადად):
- პარიზის პრინციპები (1993) – ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების სტატუსისა და ფუნქციონირების საერთაშორისო სტანდარტები;
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (UDHR);
- ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტები და ძირითადი საერთაშორისო კონვენციები ზოგადად – ICCPR, ICESCR, CAT, CEDAW, CRC, CRPD და სხვ.;
- გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსა და სახელშეკრულებო ორგანოების მუშაობის ძირითადი პრინციპები და პროცედურები, მათ შორის, UPR-ის (უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის) სისტემა, ჩრდილოვანი ანგარიშები და სხვა შესაბამისი მექანიზმები;
- გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის სპეციალური პროცედურები და შესაბამისი მანდატების ძირითადი ფუნქციები.
- ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემა (ზოგადად):
- ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (ECHR) და მისი ძირითადი მექანიზმები;
- ვენეციის პრინციპები (2019) – ომბუდსმენის ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შესახებ;
- ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია CM/Rec(2021)1 წევრი სახელმწიფოებისთვის ეფექტური, პლურალისტური და დამოუკიდებელი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების განვითარებისა და გაძლიერების შესახებ;
- ევროპის სოციალური ქარტია;
- ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მანდატი და თანამშრომლობის ძირითადი მექანიზმები;
- ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მონიტორინგისა და სპეციალიზებული ორგანოების საქმიანობა ზოგადად – GREVIO, GRECO, CPT, ECRI და სხვ.;
- ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) და ადამიანის უფლებათა სფეროში შესაბამისი სხვა მექანიზმების საქმიანობა ზოგადად.
- ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვისა და თანამშრომლობის მექანიზმები:
- ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტია;
- საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება (ზოგადად);
- საქართველოსა და ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში თანამშრომლობის ძირითადი მექანიზმები და შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებები;
- ევროკავშირის ინსტიტუტების, მათ შორის, ევროკომისიისა და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS), საქმიანობა ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის სფეროში (ზოგადად).
- ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობა:
- ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსი (GANHRI) – მანდატი, სტრუქტურა, ძირითადი მექანიზმები და აკრედიტაციის სისტემა;
- ევროპული ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ქსელი (ENNHRI) – მანდატი, სტრუქტურა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები;
- ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების საერთაშორისო და რეგიონულ ქსელებში თანამშრომლობისა და მონაწილეობის ძირითადი პრინციპები;
- ომბუდსმენთა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების საერთაშორისო თანამშრომლობის ძირითადი ფორმები და მექანიზმები
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ირაკლი ფაღავას ქუჩა N6, ავლაბარი
საკონტაქტო ტელეფონები:
(+995) 598 84 53 62
საკონტაქტო პირი:
ხატია მელაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
კანდიდატს მოეთხოვება:
- 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლის ან იურიდიული მიმართულებით;
- ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ძირითადი ასპექტების ცოდნა;
- აკადემიური წერა.
პიროვნული მახასიათებლები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
- პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირების უნარი;
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
- განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობა;
- შიდა და გარე კომუნიკაციის დაგეგმვა და წარმართვა;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირება;
- შედეგზე ორიენტირება
დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
- შესაბამისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი (შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, დადგენილი წესით გაცემული დიპლომი ან/და ცნობა);
- საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლის ან ურიდიული მიმართულებით 2 წლიანი სამუშაო გამოცდილების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი (შესაბამისი ორგანიზაციის მიერ, დადგენილი წესით გაცემული ცნობა ან/და შრომის წიგნაკი - სრული და კითხვადი ჩანაწერებით, ქართულ ენაზე);
- დოკუმენტის ასლი, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელე ან ჩარიცხულია მოხელეთა რეზერვში ან არის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი და არანაკლებ 1 წლისა მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში;
- სამოტივაციო წერილი.
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობები:
საჯარო მოხელე მესამე, მეორე ან პირველი რანგის მოხელის თანამდებობაზე ინიშნება დახურული კონკურსის საფუძველზე. დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
კონკურსის მეორე ეტაპზე კანდიდატის შეფასება მოხდება ზეპირი დავალებითა და გასაუბრებით ქულათა სისტემის საფუძველზე.
კანდიდატმა საკონკურსო განაცხადი უნდა წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე - vacancy.hr.gov.ge. საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის დასრულების შემდგომ წარმოდგენილი განაცხადები/დოკუმენტები არ განიხილება კონკურსის ფარგლებში.
შრომითი ხელშეკრულებით დააქმებული პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით. გამოსაცდელი ვადის ხანგრძლიობაა 12 თვე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საკონკურსო განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში ქულათა სისტემით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
